ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა

access_time2022-02-11 15:55:32

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური სტრატეგიული პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი ახორციელებს, ეროვნული სამეცნიერო კონკურსია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 13 – 18 წლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი, რომელიც წელს მერვედ ჩატარდება, პარტნიორებთან ერთად, აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას.



კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.



„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსმა, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩავუყარეთ, უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. ყოველ წელს იზრდება კონკურსის მიმართ როგორც ახალგაზრდების, ასევე ახალი პარტნიორების დაინტერესება. კონკურსი ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისადმი (STEM დარგები) ახალგაზრდების დაინტერესებას, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას. კონკურსის მონაწილეთა უმეტესობა სწორედ STEM დისციპლინებში აგრძელებს განათლებას, რაც ვთვლით რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დარგებშია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მოთხოვნა. წელს, კონკურსს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ლიბერთი ბანკი შემოუერთდა. დარწმუნებული ვართ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კონკურსის კიდევ უფრო განვითარებას და ჩვენი ახალგაზრდების ხელშეწყობას“, - მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.




„ლიბერთისთვის  დიდი პატივია იყოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორი. ჩვენი თანამშრომლობა პირველ რიგში ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად - შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს  ცოდნის მიღებასა  და  მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღვივებაში. ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა და ვფიქრობთ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო გაძლიერდება ნიჭიერი, ახლის მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა.


გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდის გუნდთან ერთად ძალიან ბევრ, საინტერესო ადამიანს გავიცნობთ და დავუმეგობრდებით. ლიბერთის გუნდი მზადაა თავისი ყველა რესურსით  ჩაებას მომავალი თაობის განათლების უმნიშვნელოვანეს საქმეში.“ - ვასილ ხოდელი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.



კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2005 წლის 2 აპრილიდან - 2009 წლის 1 აპრილის პერიოდში და წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება.  კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.



კონკურსის ტრადიციული პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და საქპატენტი. კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.



კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 25 მარტი. კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.millennium.org.ge. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ.: (0) 32 2281 185.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up