ათენის გეოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებით, ხანძრების შედეგად, საბერძნეთში ტყის დაახლოებით 90 ათასი ჰექტარი დაიწვა.
„მონაცემები მუდმივად იცვლება, რადგან სიტუაცია კვლავ ვითარდება“, - აღნიშნეს ათენის გეოლოგიის ინსტიტუტში.
სპეციალისტების თქმით, საფრთხე ხანძრების ჩაქრობის შემდეგაც შენარჩუნდება, ვინაიდან ხანძრების შემდეგ, ხშირია წყალდიდობა და მეწყერი, რამაც კატასტროფული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი წვიმების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ კუნძულ ევიაზე ტყის დაახლოებით 51 ათასი ჰექტარია განადგურებული.
9 აგვისტოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო დღეები ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე იყო და რომ საბერძნეთი უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური უბედურების წინაშე დგას.
imedinews.ge