თებერვალში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ გლობალური მასშტაბით 1 მლნ-დან 419.28 ნაწილაკს მიაღწია, რაც აღნიშნული თვისთვის რეკორდია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.53 ნაწილაკით აღემატება. 30 მარტის გაზომვებით კი CO2-ის კონცენტრაციის დონე უკვე 420.13-ს აღწევდა.
ნახშირორჟანგის არქონის შემთხვევაში პლანეტაზე სიცოცხლეს ყინულის სქელი საფარი დაასრულებდა, მისი სწრაფი მატება კი გადახურებას აჩქარებს. 1880 წლიდან დღემდე, გლობალური საშუალო ტემპერატურა 1.19 გრადუსით გაიზარდა, რაც დროის ასეთ მცირე მონაკვეთში რეკორდულად ბევრია.
დედამიწიდან ატმოსფეროში წლიურად 37 მლრდ-ზე მეტი ნახშირორჟანგი იფრქვევა. მისი მცირე ნაწილი ვულკანებს უკავშირდება, უდიდესი ნაწილი კი წიაღისეულის წვას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და გზებზე ელექტრომობილების რიცხვიც მატულობს, გარდატეხის წერტილი ჯერ კიდევ წინაა.
რუსეთი ევროპას ბუნებრივი გაზის გადაკეტვით ემუქრება, მუქარის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებს გაჩერებული ნახშირის სადგურების ამუშავება მოუწევთ, რაც გარემოს გაზთან შედარებით ორჯერ უფრო მეტად აბინძურებს.