ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო

access_time2022-01-27 18:20:00

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



კომპანია „რუსელოისის“ კუთვნილ მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე იმყოფებოდნენ.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების შესრულება.




 „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა კანონი, რომელმაც საწარმოებს დაუწესა უმნიშვნელოვანესი ვალდებულებები, მათ შორის, ონლაინმონიტორინგი - რა მავნე ნივთიერებებს აფრქვევს თითოეული მათგანი ატმოსფერულ ჰაერში. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად ყველა მსხვილ საწარმოს უწევს ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესება, სათანადო ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება, რათა შემცირდეს მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. კომპანია „რუსელოისში“ გამართულ შეხვედრაზე გავეცანით ვალდებულებების შესრულების სტატუსს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი დანადგარები უკვე ჩამოსულია და ამ ეტაპზე, საწარმო უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მიღებას, რათა დაიწყოს ასპირაციის სისტემის მოწესრიგება. ვფიქრობ, საწარმოს მიერ დასახელებული ვადები გონივრულია. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს საწარმოებს შესაბამისი ნებართვების მიღებაში, რათა გამწოვი სისტემების მოწყობის პროცესი არ შეფერხდეს. პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განაგრძობს შემოწმების პროცესს. აღნიშნული საწარმო გასულ წელს ხუთჯერ შემოწმდა და დაჯარიმდა სხვადასხვა გარემოსდაცვითი ვალდებულების დარღვევისთვის. შემოწმება განხორცილდა მიმდინარე წლის 25 იანვარსაც და შესაბამისი ოქმიც შედგა. მინდა აღვნიშნო, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მსხვილი საწარმოს ხარვეზები აქვს იდენტიფიცირებული და თითოეულ მათგანზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. ეს პროცესიც და მონიტორინგის კამპანიაც ემსახურება მთავარ მიზანს - საწარმოებმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეძლონ ვალდებულებების შესრულება და შედეგად მივიღოთ გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.



პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, სავარაუდოდ, სახელმწიფოს, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, აღარ მოუწევს კომპანიის „რუსელონი” დაჯარიმება, რადგან გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 2-3 თვეში, ამ საწარმოში მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით გამართული ჰაერის გამწმენდი სისტემა ახალი ფილტრაციით და „რუსელოისთან“ დაკავშირებული პრობლემა გადაიჭრება.



 „ჩვენი გეგმაა, ქალაქ რუსთავში და ზოგადად, მთელ საქართველოში, არ დარჩეს არც ერთი საწარმო, რომელიც ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო, მავნე ნივთიერებებს გააფრქვევს. დღესდღეობით, პრაქტიკულად ყველა კომპანია, რომელიც ჰაერის გაფრქვევის ზღვრულად გადაჭარბების ნორმებთან კავშირში იყო, დაჯარიმებულია. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, თითოეულმა კომპანიამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩაეტიოს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრულ გონივრულ ვადაში და მივიღოთ შედეგი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.



რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსთაველებისთვის უმნიშვნელოვანესია, საკანონმდებლო ცვლილებებმა შედეგი გამოიღოს და ქალაქში გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი და ეკოლოგიური მდგომარეობა. საწარმოების მონიტორინგის კამპანიის დაწყება საწარმოების მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვადებთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა განაპირობა. შესაბამისი სამსახურების მხრიდან საწარმოების მონიტორინგი გაგრძელდება; ანალოგიური შეხვედრა რუსთავში არსებულ ყველა საწარმოში გაიმართება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up