ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრისგან რუსეთის ჩამოშორების მიზნით, დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ალიანსი შექმნეს.
შეტანხმების თანახმად, 5 ქვეყანა გამოიყენებს თავის ბირთვულ ენერგეტიკულ რესურსებს, რათა მოშალოს რუსეთის კონტროლი ბირთვულ ენერგიის მიწოდების ჯაჭვებზე, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეთანხმება გამოყენებული იქნება, როგორც საფუძველი, იმისათვის, რომ პუტინი, რაც შეიძლება მალე, მთლიანად ჩამოაშორონ ატომური ენერგიის ბაზარს და ფაქტობრივ იზოლაციაში მოაქციონ.