აუცილებელია შეიქმნას „რკინიგზის სააგენტო“ საქართველოში - დავით გოჩავა

აუცილებელია შეიქმნას „რკინიგზის სააგენტო“ საქართველოში - დავით გოჩავა

access_time2022-05-01 21:00:38

„ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის“ CAREC (Central Asia Regional Economic Cooperation) ფარგლებში ფუნქციონირებს ექვსი დერეფანი, რომელიც ფარავს 11 წევრი-ქვეყნის ტერიტორიებს - ავღანეთი (2005), აზერბაიჯანი (2003), თურქმენეთი (2010), მონღოლეთი(2003) , პაკისტანი (2010), საქართველო (2016), ტაჯიკეთი (1998), უზბეკეთი (1997), ყაზახეთი (1997), ყირგიზეთის რესპუბლიკა (1997) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (1997). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს CAREC-ის ინსტიტუტი (CAREC Institute) - სამთავრობოთაშორისი ორგანიზცია, რომლის მიზანია ეკონომიკური თანამშრომლობის დაწინაურება ცენტრალურ აზიაში და „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში ცოდნის შეგროვების და გაზიარების ხარჯზე.

ინსტიტუტის ცენტრალური ოფისი განლაგებულია ჩინეთის უიღურთა ავტონომიური რაიონის ქალაქ ურუმჩიში (Urumqi). აღნიშნული ინსტიტუტი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს „ეკონომიკურ მიმოხილვას“.

ბოლო მიმოხილვა გამოქვეყნდა 2022 წლის აპრილში. დოკუმენტში არის ასეთი თავი - „Accelerating decarbonization, some shifting south of transport corridors“ („გაუნახშირბადოების დაჩქარება, სატრანსპორტო დერეფნების გარკვეული გადაწევა სამხრეთისკენ“), სადაც ვკითხულობთ:
„ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ „შუა დერეფნის“ გააქტიურებას. მათ დააფუძნეს ერთობლივი საწარმო „ევრაზიული სარკინიგზო ალიანსი“ (““Eurasian Rail Alliance”). ეს უზრუნველყოფს რუსეთის ალტერნატივას, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით გამოწვეულ პრობლემებს, და წარმოადგენს მნიშვნელოვან ხდომილებას, რომელიც დააჩქარებს „სარტყელი და გზის“ ფარგლებში უდიდესი მოთხოვნილების ქვეშ არსებულ სამხრეთ მარშრუტების მშენებლობას ჩინეთიდან ევროპაში, ყაზახეთის, კასპიის ზღვის გავლით თურქეთისკენ და შავი ზღვის პორტებისკენ, იქიდან კი ევროპის კავშირის სამხრეთის ქვეყნებისკენ - ბულგარეთისკენ და რუმინეთისკენ“.
„შუა დერეფანი“ მოცემულ მომენტში ყურადღების ცენტრშია, რადგან ის წარმოადგენს „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში სატრანზიტო გადაზიდვების რუსეთზე გამავალი ძირითადი მარშრუტის ერთ-ერთ ალტერნატივას. ვინაიდან კომპანიებმა გადაწყვიტეს გაერიდონ აღნიშნულ მარშრუტს, მორალური მოსაზრებების, გადახდის სფეროში არსებული სირთულეების ან არასაიმედო დაცულობისადმი შიშის გამო, ისინი „შუა დერეფანში“ რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის კიდევ ერთ ვარიანტს ხედავენ. მაგრამ, ეს დერეფანი, რომელიც უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს, ნაკლებად კონკურენტუნარიანია ძირითად მარშრუტთან შედარებით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მარშრუტი გადის ზღვებზე, ხოლო ტარიფები ჯერ კიდევ შედარებით მაღალია. როგორც ჩანს, აღნიშნულ მარშრუტზე ბევრი რამ კიდევ შესათანხმებელია. ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ დერეფანი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე მზად მზარდი მოცულობების მომსხურებისთვის“.

სარკინიგზო საკითხების ექსპერტის, დავით გოჩავას ყურადღება მიიპყრო ერთობლივი საწარმოს სახელმა - „ევრაზიული სარკინიგზო ალიანსი“ (““Eurasian Rail Alliance”). ექსპერტი თავის მოსაზრებას "კომერსანტს" უზიარებს:

"ასეთი კომპანია უკვე არსებობს - „გაერთიანებული სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია - ევრაზიული სარკინიგზო ალიანსი“ («Объединенная транспортно-логистическая компания – Евразийский железнодорожный альянс» - "United Transport and Logistics Company – Eurasian Rail Alliance” [JSC UTLC ERA]). დამფუძნებლები არიან ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი. თითოეული მხარე ფლობს სააქციო საზოგდოებაში აქციების 33,33 %-ს. ყაზახეთის მხრიდან აღნიშნული პროექტის ხელმძღვნელია ყაზახეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის მთავარი ინჟინერი და ტექნიკური პოლიტიკის განყოფილების უფროსი ბატირ კოტირევი. სწორედ ეს პიროვნება უდგას სათავეში ახლა უკვე აზერბაიჯანის, საქართველოს და ყაზახეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების გაერთიანების გზით ერთობლივი საწარმოს შექმნის პროცესს. დარწმუნებული ვარ, გადმოიღებენ UTLC ERA-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, თავისი მიზნებით, ამოცანებით და ა.შ. „copy-paste“ პრინციპით, შეცვლიან „რუსეთს და ბელარუსს“ „აზერბაიჯანით და საქართველოთი“ და 2023 წელს ევრააზიის სარკინიგზო გადაზიდვების სივრცეში გაჩნდება სარკინიგზო ოპერატორი, რომელშიც საქართველო იქნება მხოლოდ ფორმალურად წარმოდგენილი.
უნდა შეიქმნას „რკინიგზის სააგენტო“ საქართველოში, რომელიც პროფესიულ კავშირს დაამყარებს საფრანგეთის ქალაქ ვალენსიენში განლაგებულ „ევროპის რკინიგზის სააგენტოსთნ“; მისი დახმარებით და ხელშეწყობით უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო აზერბაიჯანის და საქართველოს მონაწილეობით „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზაზე - „მარაბდა - კარწახის“ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანია; უნდა შეიქმნას ამ უბანზე გადაზიდვების ოპერატორი კომპანია. ინიციატივა უნდა აიღოს თბილისმა. თბილისი უნდა გახდეს ტონის მიმცემი „შუა დერეფანში“... - ახალი აზროვნებით, ახალი ხედვით, ახალი მიდგომით!" - განუცხადა დავით გოჩავამ "კომერსანტს".


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up