აუდიტის სამსახური: პროგრამის დიზაინით განსაზღვრული პარამეტრები ნაკლებად უწყობდა ხელს SME- ის პრიორიტეტული საჭიროებების მოგვარებას

აუდიტის სამსახური: პროგრამის დიზაინით განსაზღვრული პარამეტრები ნაკლებად უწყობდა ხელს SME- ის პრიორიტეტული საჭიროებების მოგვარებას

access_time2022-08-21 16:00:27


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეაფასა სააგენტოს აწარმოე საქართველოში და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. აუდიტის ფარგლებში შეფასდა პროგრამის ინდუსტრიული მიმართულება, რომლის ძირითადი კომპონენტია − მეწარმეების მიერ ახალი საწარმოების შექმნის ან/და არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღების მიზნით აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება. აუდიტის პერიოდი 2014-2021 წლებს მოიცავს.  


პროგრამის დაწყების პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, SME-თვის ფინანსებზე წვდომის მიმართულებით ძირითადი საჭიროებები იყო:


• ახალი საწარმოების/„სტარტაპების“ დაფინანსების მექანიზმების განვითარება.  

• მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიმართულებით დახმარება იმ საწარმოებისათვის, რომელთაც შედარებით მეტად აწუხებდათ ეს პრობლემა.  

• ხელშეწყობა უზრუნველყოფის მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.  


პროგრამის დიზაინით განსაზღვრული პარამეტრები ნაკლებად უწყობდა ხელს SME- ის პრიორიტეტული საჭიროებების მოგვარებას და არ ქმნიდა დამატებით ხელშეწყობის მექანიზმებს ისეთი კომპანიებისა და დარგებისათვის რომელთა დაკრედიტებაც მოქმედი საბანკო სისტემის პირობებში მეტ გამოწვევებთან არის დაკავშირებული:  


• იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კომერციული ბანკები სტარტაპების დაფინანსებისაგან თავს იკავებენ სხვა ბიზნესის შემოსავლებით უზრუნველყოფის გარეშე, მნიშვნელოვანია პროგრამას ჰქონოდა სტარტაპების დაფინანსების ხელშეწყობის დამატებითი მექანიზმები. პროგრამის დიზაინის მიხედვით, სტარტაპებისა და არსებული საწარმოების გაფართოების დაფინანსების მექანიზმები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდა. აღნიშნული ქმნის რისკებს, რომ პროგრამის ფარგლებში ვერ დაფინანსებოდა სტარტაპები და დაფინანსებული ახლად შექმნილი საწარმოების უმეტესობა აფილირებული კომპანიები იქნებოდა. 


• პროგრამა არ ქმნიდა დამატებით სტიმულებს ქვეყანაში განუვითარებელი სექტორებისა და საქმიანობებისათვის იმ პირობებში, როდესაც კომერციული ბანკები უპირატესობას კარგად განვითარებული, ტრადიციული დარგების დაფინანსებას ანიჭებენ.  


• როგორც ანალიზმა აჩვენა, SME სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები მეტწილად მეწარმე ფიზიკური პირებისა და შედარებით მცირე მოცულობის სესხების პარამეტრებით იყო განპირობებული. მიუხედავად ამისა, პროგრამის დიზაინი არ ითვალისწინებდა ფიზიკური პირებისა და შედარებით მცირე სესხების დაფინანსებას. ამასთანავე, პროგრამაში მონაწილებდნენ როგორც მცირე და საშუალო, ასევე − მსხვილი კომპანიები. 


• სესხის უზრუნველყოფის მიმართულებით, პროგრამა სათანადოდ ვერ პასუხობდა კრედიტზე შეზღუდული წვდომის მქონე მეწარმეების საჭიროებებს. პროგრამა ითვალისწინებდა მხოლოდ მეორადი უზრუნველყოფის მექანიზმს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკებისთვის დამატებითი უზრუნველყოფის გარანტიებს ქმნიდა, თუმცა, აღნიშნული მექანიზმი მნიშვნელოვნად არ უმსუბუქებდა მეწარმეებს ბანკის მხრიდან მოთხოვნილი უზრუნველყოფის მოცულობას და მისი გამოყენების მაჩვენებლები დაბალი იყო. ამ მიმართულებით დადებით ცვლილებას წარმოადგენს საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და 2020 წლიდან ამოქმედდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up