„აუთლეტ ვილიჯი“ 2023 წლის ივლისიდან გაიხსნება

„აუთლეტ ვილიჯი“ 2023 წლის ივლისიდან გაიხსნება

access_time2022-07-25 12:00:00

რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“, თბილისში 2023 წლის ივლისიდან გაიხსნება, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ განუცხადა. მისი თქმით „აუთლეტ ვილიჯი“ უკვე მყარი კონსტრუქციების მშენებლობის ეტაპზეა.


„აუთლეტ ვილიჯი“ უკვე მყარი კონსტრუქციების მშენებლობის ეტაპზეა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „დომუს ჯგუფმა“ რომელიც ჩემთან ერთად არის დამფუძნებელი და „აუთლეტ ვილიჯს“ ფლობს, იპოვა უნიკალური გადაწყვეტილება. მსგავსი ტიპის ტექნოლოგიის გამოყენება საქართველოში პირველად ხდება, პრაქტიკულად დიზაინის მიხედვით წინასწარ აწყობილი რკინის კონსტრუქციები ჩამოვიტანეთ დუბაიდან და ფაქტობრივად ლეგოსავით ვაწყობთ, რაც გვაძლევს დროის მოგების საშუალებას და ხარისხიც მაღალია“, - აღნიშნა გუგა ცანავამ.


ცანავას თქმით, მოლაპარაკებები სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან მიმდინარეობს, მათ შორის არიან ისეთი ბრენდები, რომლებიც საქართველოში ჯერ არ ოპერირებენ და პირველად „აუთლეტ ვილიჯის“ მეშვეობით შემოვლენ. „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპის“ მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ბრენდების 60%-თან კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია, თუმცა კონფიდენციალურობის პოლიტიკიდან გამომდინარე მათი დასახელება ჯერჯერობით არ შეუძლია.


„მალე გვექნება ბრენდების გაჟღერების უფლებაც, თუმცა გეტყვით, იმას რაც მე ძალიან მახარებს, რომ არის ძალიან ბევრი ბრენდი, რომელიც საქართველოში ჩვენ გამო შემოდის.


აქ ორი მიმართულებაა, ბრენდების უდიდესი ნაწილი არ გაძლევს „აუთლეტის“ შემოტანის უფლებას თუ ქვეყანაში იმავე ბრენდის full price მაღაზია არ ოპერირებს. ეს მიდგომა ბევრ ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე ძალიან მაგარი საქმე კეთდება არამარტო ჩვენთვის, ზოგადად ქვეყნისთვისაც. წარმოიდგინეთ რამდენიმე ბრენდმა იმიტომ, რომ აუთლეტში უნდოდათ შემოსვლა, რითეილში შემოსვლა გადაწყვიტა. ერთად ვიმუშავეთ მოვიძიეთ სპონსორები და ეს ბრენდები ჯერ გახსნიან ჩვეულებრივ მაღაზიებს, შემდეგ შემოვლენ ჩვენთანაც, ანუ ამით არა მხოლოდ აუთლეტი, არამედ რითეილ სექტორიც ვითარდება და ახალი და გამორჩეული ბრენდებით იტვირთება. არ არის საუბარი 1 ან 2 ბრენდზე, აქ საუბარია ასეთ 12-15 ბრენდზე, გარდა ამისა ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება, რომ ბრენდმა გამონაკლისი დაუშვას და ქვეყანაში მხოლოდ აუთლეტით შევიდეს. ასეთ დაახლოებით 5 ბრენდი გვყავს, რომელიც პირდაპირ აუთლეტში შემოსვლაზე დაგვთანხმდა“, -აღნიშნა გუგა ცანავამ .



გუგა ცანავამ ასევე აღნიშნა, რომ იმ ბრენდებმა, რომლებმაც თავდაპირველად „აუთლეტ ვილიჯთან“ თანამშრომლობისგან თავი შეიკავეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თვითონ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი.


„აუთლეტ ვილიჯის“ თავდაპირველი ინვესტიცია 70 მილიონი ლარი იყო, რომელიც „თიბისი ბანკის“ დახმარებით განხორციელდა, თუმცა როგორც გუგა ცანავა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, მიმდინარე მოვლენებმა, ლოგისტიკური ხარჯების თუ სამშენებლო მასალების გაძვირებამ, პროექტს ინვესტიცია გაუზარდა, შესაბამისად „თიბისი ბანკს“ დაფინანსებისთვის კვლავ მიმართეს და საბოლოო ჯამში ინვესტიციამ დაახლოებით 100 მლნ ლარი შეადგინა.


„ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ინვესტიცია გაგვეზარდა. ფასები ყველაფერზე გაიზარდა, იქნება ეს სამშენებლო მასალები თუ ლოგისტიკური ხარჯები. ამას დაემატა ომიც. თუმცა ომის მიუხედავად ჩვენი პროექტი არ გაჩერებულა, „თიბისი ბანკიც“ მხარში დაგვიდა, ხელი მოვაწერეთ სესხის ხელშეკრულებას, აქ ორ ფაზად არის სესხი დაყოფილი და ინვესტიციამ ჯამში 100 მილიონი ლარი შეადგინა„- აღნიშნა გუგა ცანავამ.


რაც შეეხება დასაქმებას, „აუთლეტ ვილიჯი“, ჯამში 2000 ადამიანს დაასაქმებს.


„აქ გვექნება ორმხრივი დასაქმება, ჩვენ პირდაპირ ვისაც დავასაქმებთ და მაღაზიები ვისაც დაასაქმებენ, ჯამში რომ დათვალო სადღაც 2000 კაცამდე ადის, საკმაოდ მასშტაბური პროექტია, ბრენდების მომსახურე პერსონალი თავისი მენეჯმენტით, დაცვის და დასუფთავების თანამშრომლებით, ტექნიკური პერსონალი, ჩვენი სტაფით დ ა აშ.


დასაქმებულების უმეტესობა სულ ქართველები იქნებიან. ერთადერთი, რამდენიმე უცხოელი არის მენეჯმენტში“, - აღნიშნა გუგა ცანავამ.


„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე რეგიონში პირველი - ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯია“ და ის თბილისის შემოვლითი გზა M2FC+4F, გამარჯვება; ე.წ. გეზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up