აუტოპია: ავტონაწილების ბაზარზე პროგრესი გვაქვს

აუტოპია: ავტონაწილების ბაზარზე პროგრესი გვაქვს

access_time2021-09-02 15:40:00

ავტონაწილების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „აუტოპია“ ბაზარზე მდგომარეობის ეტაპობრივ დასტაბილურებაზე საუბრობს, თუმცა მონაცემების მიხედვით გაყიდვები პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ კიდევ ჩამორჩება.



როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „აუტოპიას“ დამფუძნებელი ირაკლი არჩვაძე განმარტავს, თუ ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდა, დაახლოებით 1 წელში ბაზარი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება.



„ისევე როგორც ყველა სფეროში, ჩვენს სფეროსიც, პანდემიის საწყისი ეტაპი ყველაზე რთული იყო. დაახლოებით 30%-მდე დაეცა გაყიდვები, რაც განაპირობა ავტოიმპორტის კლებამ (ჩაკეტილმა საზღვრებმა) და ზოგადმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება იყო, რომ კრიზისი რიგით თანამშრომლებზე არ უნდა ასახულიყო, ამიტომ 1 წელი „აუტოპიამ“ ფაქტობრივად წაგებაზე იმუშავა. ბოლო თვეებში პროგრესი გვაქვს, ეკონომიკა შედარებით ამუშავდა და ეს ჩენს სფეროზეც აისახა. მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და ეს ტემპი თუ შენარჩუნდა, დაახლოებით 1 წელში შესაძლოა პანდემიამდელ ნიშნულსაც დავუბრუნდეთ.



მოთხოვნა ძირითადად არის საშუალო კლასის და ბიუჯეტური ავტომობილების ნაწილებზე. საქართველოში იმპორტირებული მეორადი მანქანების 99% დაზიანებულია და აღდგენას საჭიროებს. სწორედ ამ სეგმენტში გამოიყენება ჩვენი ნაწილები აქტიურად. ამ დროისთვის საწყობში დაახლოებით 10 000 სახეობის ავტონაწილი გვაქვს, მათი უმრავლესობა ყველა მათგანი ლიცენზირებული მწარმოებლებისგანაა (ეგრეთწოდებული OEM,OES), რომლებიც უმსხვილეს საავტომობილო ბრენდებთან თანამშრომლობენ და ორიგინალ ნაწილებსაც ამზადებენ.




სამწუხაროდ ფასების კორექტირებას ვერ გავექეცით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ სხვა სფეროსთან ან პროდუქტისგან განსხვავებით ჩვენი პროდუქცია მინიმალურად გაძვირდა, რაც გამოიწვია ტრანსპორტირების ფასების თითქმის 500%-ით მატებამ. წარმოიდგინეთ, პანდემიამდე ერთი კონტეინერის ტრანსპორტირება თუ 3 000 დოლარი გვიჯდებოდა, დღეს ვცდილობთ, რომ რომელიმე გადამზიდი თუნდაც 15 000 დოლარზე დავითანხმოთ.



„აუტოპიამ“ გაითვალისწინა პანდემიის შედეგად დამდგარი ახალი რეალობის საჭიროებები, რაც ყველა ტიპის სამუშაოს მაქსიმალურ დისტანცირებას გულისხმობს და გახსნა საკუთარი სერვის ცენტრი. ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ავტოიმპორტიორ კომპანიასთან. ერთი სიტყვით უზრუნველვყოფთ, რომ ადამიანმა ავტომობილის ჩამოყვანიდან, გაკეთებამდე და გამართვამდე მთელი პროცესი მაქსიმალურად უზრუნველად გაიაროს ჩვენი კომპანიის დახმარებით და მიიღოს უსასრულო გარანტია ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე,“- განაცხადა ირაკლი არჩვაძემ.



„აუტოპიას“ თანამშრომელთა 60% ამ დროისთვის აცრილია. ირაკლი არჩვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიაში დასაქმებულთა ნაწილი კი აცრის რიგს ელოდება.



„ყველას მოვუწოდებთ აიცრან და თანამშრომლებს აცრისთვის ნებისმიერ დროს ვაძლევთ სამუშაო საათებიდან გათავისუფლების შესაძლებლობას. ამ დროისთვის თანამშრომლების 60%-ია აცრილი, 20%-ს კი ვირუსი გადატანილი აქვს და ასაცრელად შესაბამისი ვადის გასვლას ელოდებიან,“ - განმარტავს „აუტოპიას“ დამფუძნებელი.



business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up