თბილისში ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი იცვლება. ცვლილების თანახმად თუ აქამდე ავარიული სახლების ჩანაცვლება იმ შემთხვევაში დაიშვებოდა როდესაც შენობა ნაგებობის ავარიულობის ხარისხი V, IV ან III კატეგორიას მიეკუთვნებოდა და მის ჩანაცვლებაზე დაინტერესებული პირების სრული თანხმობა იქნებოდა, ცვლილებების მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია, ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე განიხილოს.
ამასთან, ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად განხორციელებული მშენებლობის შედეგად წარმოშობილი ფართები გამოყენებული იქნება მხოლოდ ამავე მშენებლობის განხორციელების და ავარიული საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა დაკმაყოფილების მიზნით.
საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმ მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით, რომელზეც განთავსებული იყო ავარიული სახლი. დაინტერესებული პირის საკუთრებად იანგარიშება ფართი, რომელიც ფიქსირდება ამონაწერში საჯარო რეესტრიიდან, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული ფართი, რომლის საცხოვრებლად ან კომერციული დანიშნულებით გამოყენება დადასტურებული იქნება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად.