ავეჯზე ფასების მცირედით დაკორექტირდება მოგვიწია - „კასა ვერდე“

ავეჯზე ფასების მცირედით დაკორექტირდება მოგვიწია - „კასა ვერდე“

access_time2022-09-13 12:00:17

„რუსეთ-უკრაინის ომი როგორც ყველა ბიზნესს ჩვენც შეგვეხო, მასალები რომელიც  უკრაინიდან შემოდიოდა შეჩერდა,  რუსეთიდან კი შეფერხებულია - ეს  ყველაფერი  თავისთავად  ფასზე  აისახა“ -  ამის შესახებ „კომერსანტს“ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „კასა ვერდე“-ს დამფუძნებელმა და დირექტორი დავით ბაჩილავამ უთხრა. მისივე განმარტებით, ომის  დროს იძულებული გახდა, რომ თურქული პროდუქცია შეეძინა, რომელიც 50%-ით იყო გაძვირებული.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ მასალები გაძვირდა, ძალიან ლოგიკურია რომ ჩვენც მოგვიწია პროდუქტის გაძვირება, მაგალითად MDF, რომელიც შემოდიოდა  უკრაინიდან და დღეს აღარ შემოდის. შემოდიოდა თურქეთიდანაც და  მოთხოვნის ზრდის გამო თურქეთმა ფასები მაშინვე ორჯერ გააძვირა. შესაბამისად ჩვენ ბაზარზეც უკვე ძვირად ვყიდულობდით, ყველაფერი ძვირდება, დენი, წყალი,  ბენზინი, მასალები საგრძნობლად  არის გაძვირებული, ზოგი 50%-ით ზოგი კი 30%-ით. ჯერჯერობით ვცდილობთ ხელობის ფასი არ გავზარდოთ და მაგით  დავიჭიროთ ჩვენი პროდუქტის ფასი, თუმცა საშუალოდ ჯამში ყველაფერი 30%-ით გამიძვირდა და პროდუქტი თუ 1000 ლარი  ღირდა,  წელს უკვე 100-150 ლარით ძვირია. ვცდილობ რომ კლიენტი არ დავკარგო  და მარჟა დავწიო.

 

ზოგადად რაც გაძვირებები დაიწყო  წლების განმავლობაში სულ ასე მივდივართ. არასასიამოვნოა მაგრამ ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვიწევს ხელობის გაძვირება. ისე ვერ გამოვა ათი  წლის წინ, რომ  ხელოსანს 100 ლარს ვუხდიდი ახლა ასე ვეღარ გადავუხდი. ცოტ-ცოტას ვუმატებ მეც და მაგის ხარჯზე ვიჭერ პროდუქტის  ფასს, მაგრამ ბოლოს  იძულებული გავხდები მეც  გავაძვირო საბოლოო პროდუქტი“,  - აღნიშნა დავით ბაჩილავამ.

 

რაც შეეხება ავეჯზე მოთხოვნას,  ბაჩილავა  ამბობს, რომ მოთხოვნა  გაზრდილია, თუმცა წინა წლის  მაჩვენებელს ვერ უბრუნდება. 


 

„ჩვენ პირდაპირ ვართ სხვა ბიზნესებს მიბმული. ხალხმა ფული უნდა იშოვოს, რომ სახლში რემონტი გააკეთოს. აქედან გამომდინარე  ცოტა უკეთესობაა  ვიდრე პანდემიის  დროს იყო. თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებელს  ვერ დავუბრუნდით, რაც შეეხება კერძო  სექტორს, მანდაც მთლად კარად არ არის საქმე. არ ვიცი  შიშის  ამბავია თუ  რისი, მაგრამ  პანდემიამდე  იმდენად მაღალი მოთხოვნა  იყო უარს ვეუბნებოდი წელს  ეგრე  არ არის, მაგრამ ბიზნესები ცოტა აზრზე მოდიან და პატარ-პატარა წინსვლები არის“, - აღნიშნა დავით ბაჩილავამ.

 

ბაჩილავამ „კომერსანტთან“ კადრების  დეფიციტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პრობლემა მის სფეროშიც არის. მისივე თქმით, ყველა ვინც სხვა  საქმე ვერ ისწავლა მიიჩნევს, რომ ხელოსნობა შეუძლია.

 

„კადრების დეფიციტს რაც შეეხება, ეს მარტო ავეჯის სფეროში არ არის, ზოგადად საქართველოში ყველა მიმართულებაშია ეს პრობლემა. იპოვი ვიღაცას დაიწყებს  მუშაობას  ვერ  აგყვება  უშვებ, მერე  სხვა  მოგყავს მერე ის მიდის სხვაგან და ასეა  უწყვეტად. მოკლედ საშინელება ხდება.  საერთოდ ამ სფეროში ყველა თვლის, რომ თუ არ  ისწავლა ან ვერ  ისწავლა შეუძლია ხელოსანი გახდეს. თუმცა  ეს ასე ადვილი არ  არის. ჩემი ნება, რომ იყოს სამ თვიან კურსს  მაინც დავაწესებდი. ყოველთვის ვცდილობ, რომ ვინც  ჩვენთან მუშაობს მაქსიმალურად შევინახო და  ხელიდან აღარ გავუშვა, კადრები ძალიან სერიოზული პრობლემაა,  უკვე  ამას მიჩვეულები ვართ“, -  აღნიშნა დავით ბაჩილავამ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up