„2020 წლისთვის ბევრი სერიოზული გეგმა გვაქვს. ვცდილობთ მომხმარებელს ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ,რომელიც მათთვის იქნება სასარგებლო“,- ამის შესახებ „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ, რადიო „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კომპანია „ავერსის“ ერთგული მომხმარებლების რიცხვი ყოველთვიურად იზრდება.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სამედიცინო-ფარმაცევტულ ბაზარზე რთულია ყოველწლიურად არსებობა და მოღვაწეობა. ჩვენც შეძლებისდაგვარად, გავუმკლავდით ამ სირთულეს და ვთვლით,რომ 2019 წელი კომპანია „ავერსისთვის“ იყო წარმატებული. ჩვენი სააფთიაქო ქსელი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია წარმოდგენილი,ყოველთვიურად გვემატება ერთგული მომხმარებელი. ეს ყოველივე კი ნიშნავს,რომ უკვე ხარ წარმატებული. 2019 წელს მომხმარებლისთვის ბევრი სასიამონო და საჭირო პროექტი განვახორციელეთ. მტრედი ბარათის საპირწონედ შევქმენით ახალი პროდუქტი - 250 ლარიანი ჩეკების გათამაშების პროექტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მომხმარებელი დაინტერესებულია ამ პროდუქტით,- ამბობს ლალი ბრეგვაძე.