ავღანეთიდან დოლარის გატანა აკრძალეს

ავღანეთიდან დოლარის გატანა აკრძალეს

access_time2021-08-25 19:00:14

ავღანეთში ხელისუფლებაში მოსული თალიბანი ყველას, ვინც ქვეყნიდან ისტორიულ ფასეულობებს და დოლარს გაიტანს, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის.


ასეთი განცხადების იურიდიული სტატუსი ჯერ გაურკვეველია, რადგანაც ისტორიული ფასეულობებისგან განსხვავებით, ავღანეთში ამ დროისთვის უცხოური ვალუტის გატანის ამკრძალავი კანონი არ არსებობს.


თუმცა, ამის მიუხედავად, ეს ქაბულის ახალი ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაა - თანაც, აიკრძალა არა მხოლოდ ვალუტის და კულტურული ფასეულობების გატანა, არამედ კონტრაბანდული გზით, დეკლარირების გარე შეტანაც.


„ვატყობინებთ ყველა მოქალაქეს, რომ კატეგორიულად იკრძალება ისტორიული ფასეულობების და დოლარის კონტრაბანდა და ქვეყნიდან ნებისმიერი, საჰაერო, თუ სახმელეთო გზით, ნებისმიერი საბაბით გატანა. ყველა, ვინც შეეცდება ამ აკრძალვის უგულებელყოფას, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, - ნათქვამია „თალიბანის“ ოფიციალურ განცხადებაში.


მანამდე აშშ-მ შეწყვიტა დოლარის მიწოდება ავღანეთში, რათა დეფიციტურ ვალუტას თალიბები არ დაუფლებოდნენ.



ვაშინგტონმა ასევე დაბლოკა თალიბების წვდომა ავღანეთის მთავრობის იმ ანგარიშებთან, რომელსაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა და სხვა ამერიკული საფინანსო ორგანიზაციები მართავენ.


„ყველა აქტივი, რომელსაც ავღანეთის ცენტრალური ბანკი შტატებში ფლობს, თალიბებისთვის მიუწვდომელი იქნება“, - განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. გადაწყვეტილება „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღეს - იმ დროს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ეს გარდაუვალია და ამერიკა ავღანეთში ახალი გამოწვევების წინაში აღმოჩნდებოდა.


საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც ამჟამად უკვე არარსებულ მთავრობას ეკუთვნის და ამერიკულ ბანკებში ინახება. გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე ფინანსთა სამინისტრომ და უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველომ მიიღეს.


ის, რომ მსგავსი ნაბიჯები გადაიდგმებოდა, დიდი საიდუმლო არავისთვის ყოფილა - გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შტატებს ავღანეთზე ზემოქმედების ბევრი ბერკეტი გააჩნია.


მისი თქმით. შესაძლებელია „გარკვეული სანქციების ამოქმედება“, თუმცა არ დაუზუსტებია, რა ტიპის ზომებზეა საუბარი.


24 აგვისტოს თალიბებმა მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყეს - კერძოდ, უკვე დაინიშნნენ ფინანსთა, განათლების, უმაღლესი განათლების და შინაგან საქმეთა ახალი მინისტრები, უშიშროების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ქაბულის მერი და ქაბულის პროვინციის გუბერნატორი.


ქვეყნის მართვისთვის „თალიბანი“ 12 გავლენიანი და ცნობილი ადამიანისგან შემდგარი საბჭოს შექმნას გეგმავს.

rbc.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up