ავღანეთის საბანკო სისტემა კოლაფსის წინაშეა

ავღანეთის საბანკო სისტემა კოლაფსის წინაშეა

access_time2021-09-28 13:50:00

ავღანეთის საბანკო სისტემა კოლაფსის წინაშეა - ამის შესახებ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბანკის მმართველმა BBC-ს განუცხადა.

ავღანეთის Islamic Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი, საიედ მუსა კალიმ ალ ფალაჰი აცხადებს, რომ ქვეყნის ფინანსური სექტორი „ეგზისტენციცალური კრიზისის“ ზღვარზეა, რადგან მომხმარებლები პანიკაში არიან.

„ამ მომენტისთვის დიდი მოცულობის სახსრების გადინება ხდება. თანხები მხოლოდ გადის და არაფერი შემოდის, ხოლო ბანკების უმეტესობა არ ფუნქციონირებს,“ - აცხადებს კალიმ ალ ფალაჰი, რომელიც ქაბულის ქაოსის გამო დროებით დუბაიში გადასახლდა.

BBC-ის ცნობით, ავღანეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ აგვისტომდე, ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლამდეც შერყეული იყო. ის ძირითადად უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში საერთაშორისო დახმარების წილი 40%-ია. ამას ისიც დაემატა, რომ ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ დასავლეთმა ავღანური აქტივები, მათ შორის მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი დახმარება გაყინა.

„ეს თალაიბანს აიძულებს, ალტერნატიული ფინანსური წყაროები ეძებოს. ისინი რუსეთისა და ჩინეთის დახმარების იმედად არიან და ამას სხვა ქვეყნებისგანაც მოუთმენლად ელოდებიან. ადრე თუ გვიან, მათთან საერთო ენას გამონახავენ,“ - აცხადებს ალ ფალაჰი.

BBC-ის ცნობით, ჩინეთი უკვე ალაპარაკდა იმაზე, რომ თალიბანთან ითანამშრომლებს და მათ ავღანეთის აღდგენაში დაეხმარბა. პეკინის სახელმწიფო გამოცემა Global Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ „ჩინეთსა და ავღანეთს შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს და ქვეყნის აღდგენის პროცესში ჩინეთი წამყვანი მოთამაშეა.“ პეკინმა უკვე 200 მლნ იუანის (31 მლნ დოლარის) გამოყოფის პირობა დადო, რაც ქაბულისთვის საკვები პროდუქტებისა და კორონავირუსის ვაქცინის მიწოდებასაც გულისხმობს. თუმცა ეს არასაკმარისია და ამჟამად თალიბანი ეკონომიკური პრობლემების მოგვარების დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება.

„ინფლაცია სწრაფად იზრდება. ქვეყნის ვალუტა მკვეთრად უფასურდება და ხალხი სასოწარკვეთილია, რადგან ბევრმა სამსახური დაკარგა და ნაღდი ფულის ნაკლებობას განიცდის,“ - იუწყება BBC.


გაეროს სურსათის პროგრამის გამაფრთხილებელი ანგარიშით, ყოველდღიური საკმარისი საკვები ავღანური ოჯახების მხოლოდ 5%-ს აქვს. გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სულ ცოტა, ერთი დღე საკვები საერთოდ არ გააჩნდათ. BBC-ის შეფასებით, საერთაშორისო ფონდებზე წვდომა და უცხოური დახმარება ავღანეთის გადარჩენის გასაღებია.

აშშ თალიბანთან თანამშრომლობისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს, რაშიც ქალებისა და უმცირესობების მიმართ რეჟიმის მოპყრობაც შედის. ალ ფალაჰის მტკიცებით, მიუხედავად თალიბანის განცხადებებისა, რომ ქალებს გარკვეულ პერიოდში მუშაობის უფლება არა აქვთ, მის ბანკში ისინი სამუშაოს უბრუნდებიან.

„თავიდან ქალებში შიში გაჩნდა და სამსახურში არ დადიოდნენ, მაგრამ ახლა ისინი ოფისებს ნელ-ნელა უბრუნდებიან,“ - აცხადებს ავღანაელი ბანკირი.

აქვე BBC-ის პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან ჩაწერილი ბოლოდროინდელი იტერვიუ მოჰყავს, სადაც ის აცხადებს, რომ თალიბანი ცდილობს, თავის წარსულთან შედარებით, მსოფლიოს უფრო თანამედროვე და რეფორმირებული სახე უჩვენოს.

„ეს, ასე ვთქვათ, თალიბანი-2-ია. ამ მომენტისთვის მათი მმართველობა მართლაც შედარებით რბილია, არანაირ მკაცრ წესებს არ აწესებენ და თანამშრომლობისთვის მზად არიან,“ - აცხადებს პაკისტანის პრემიერი.


bpn.ge



თეგები:
კოლაფსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up