ავღანეთის ტრაგედია:  ტრამპი ბაიდენს „სამარცხვინო გადადგომისკენ მოუწოდებს“ – ქართველები ქაბულს ვერ ტოვებენ

ავღანეთის ტრაგედია: ტრამპი ბაიდენს „სამარცხვინო გადადგომისკენ მოუწოდებს“ – ქართველები ქაბულს ვერ ტოვებენ

access_time2021-08-16 16:00:57

ავღანეთში თალიბანის საბოლოო გამარჯვების პირობებში შექმნილი უკიდურესი დაძაბულობის ფონზე საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტამდე ვერ მიდიან, რის გამოც მათი სამშობლოში დაბრუნება ამ დრომდე ვერ ხერხდება.


საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პარტნიორებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ავღანეთში კონტრაქტით დასაქმებული ქართველები უმოკლეს დროში გაიყვანონ უსაფრთხო ადგილზე.

 

ქაბულის აეროპორტი – სიცოცხლის ერთადერთი გზა


ამასობაში ქაბულის აეროპორტში სრული ქაოსია. ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შიშით ასობით ათასი ავღანელი ცდილობს ქვეყნის დატოვებას და ხალხის მასები თვითმფრინავებს აწყდებიან. ქაბულის აეროპორტში გამაგრებული ამერიკელი სამხედროები გამაფრთხილებელ გასროლებს ახორციელებენ ბრბოს შესაჩერებლად.


სოციალურ ქსელებში 15–16 აგვისტოს ატვირთულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, როგორ ცდილობენ ადამიანები თვითმფრინავებზე აძრომას. მათ შორის ბევრს უცხოეთის პასპორტიც არ გააჩნია. „ძალიან მეშინია. ისინი ბევრს ისვრიან ჰაერში“, – ამბობს სააგენტო AFP–ის ჟურნალისტთან საუბარში ერთ–ერთი თვითმხილველი.


Wall Street Journal კი წერს, რომ სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა ქაბულის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალში სროლის შედეგად. აეროპორტში მყოფ ამერიკელ სამხედროებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

 

გულუბრყვილობა, თავის მოტყუება, კორუფცია


აშშ–ის ავღანეთის პროექტის ჩავარდნის გამო მსოფლიო პრესა კრიტიკული მასალებით აივსო, რომელთა სათაურებში ხშირად შეხვდებით სიტყვებს „გულუბრყვილობა, თავის მოტყუება, კორუფცია“.



„ეს ტრაგედიაა, რადგან ამერიკული ოცნება, იყოს „შეუცვლელი ერი“ მშვიდობის მშენებლობაში, სადაც ვითარებას მართავს სამოქალაქო უფლებები, ქალების თანამწორობა და რელიგიური შემწყნარებლობა, სწორედ რომ ოცნებად დარჩა“, – წერს New York Times.


ვიდრე „ამერიკული ოცნება“ ოცნებადვე რჩება, თალიბანი ცდილობვ ავღანეთის მოსახლეობა დაამშვიდოს და ცხოვრების ახალ წესებს აცნობს საზოგადოებას. Al Jazeera–ს ცნობით, თალიბანის გადაწყვეტილებით დგინდება შემდეგი წესები:


– ნარკოტიკული საშუალებების მოყვანა, გაყიდვა ან გაყიდვის ხელშეწყობა, ამიერიდან სიკვდილით ისჯება;

– სისხლის აღება გაუქმებულია. ამიერიდან ყველა დავა ისლამური შარიათის სასამართლოში გადაწყდება, აღარ იარსებებს დავების გადაწყვეტის სხვა ლეგიტიმური გზა, გარდა შარიათის სასამართლოსა;

– ჩვენ ვიწვევთ ინჟინრებს, ექიმებს და სხვა პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან ავღანეთის აღსადგენად. ჩვენ მათ მაღალ ხელფასებს ვთავაზობთ;

– ამიერიდან მკითხაობა, სასიყვარულო შელოცვები, მრავალღმერთიანობა სასტიკად დაისჯება;

– ახალგაზრდა ბიჭების მიმართ ძალადობა ისჯება სიკვდილით. ავღანეთის ისლამური საამირო მკაცრად დასჯის გარყვნილების პროპაგანდისტებს;

– ქალებს შეუძლიათ სახლიდან თანხმლები პირების გარეშე გავიდნენ, მაგრამ ჰიჯაბის ტარება სავალდებულო ხდება;

– ავღანეთის ისლამური საამირო კრძალავს პროცენტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას, ყველა ვალები და პროცენტები გაუქმებულია.

 

ტრამპი: დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დაკავების გამო, მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადადგომას ითხოვს.

 

„რაც ჯო ბაიდენმა გააკეთა ავღანეთთან მიმართებით, გაუგონარი იყო. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მარცხი ამერიკის ისტორიაში! დროა ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა“, - აღნიშნა ტრამპმა.

 

ჯო ბაიდენის გადადგომის მიზეზებად მან ასევე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კოლოსალური ზრდა, სასაზღვრო კატასტროფა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განადგურება და ეკონომიკის რღვევა დაასახელა.


ავღანეთის ხელისუფლებაში ექსტრემისტული დაჯგუფების, „თალიბანის“ დაბრუნების შემდეგ, ათასობით ავღანელი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. ამერიკული კონტინგენტი ქაბულის აეროპორტში უზრუნველყოფს ავღანეთიდან შეერთებული შტატების მოქალაქეების და ამერიკულ მისიაზე მომუშავე ავღანელების გაყვანას.

 

ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ.

 

თალიბანმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ხოლო მის რეზიდენციაში უკვე თალიბები შევიდნენ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up