„თალიბანმა“ საქონლის ექსპორტი ევროპაში პირველად დაიწყო. ამის შესახებ ABC.AZ იუწყება ავღანური ტელეარხი Ariana News-ზე დაყრდნობით.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
დასავლეთ ავღანეთის პროვინცია ჰერატის სავაჭრო და საინვესტიციო პალატის ხელმძღვანელის, იუნუს კაზიზადას თქმით, დაახლოებით 30 სატვირთო ავტომობილისგან შემდგარი კოლონა დატოვა რეგიონი ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ, რომელიც აკავშირებს ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს.
ტრანსპორტირებული საქონლის ჯამური ღირებულება, რომელიც მოიცავს ფისტას, სეზამს, ხალიჩებს, ნუშს და სხვა პროდუქციას, 5 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.
ABC.AZ