ქაბულში საკუთარ სახლში ავღანელი ექს-დეპუტატი ქალი მურსალ ნაბიზადა მოკლეს. ყოფილ კანონმდებელთან ერთად მოკლულია მისი დაცვაც. ამის შესახებ უცხოური მედია ქაბული პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
მურსალ ნაბიზადა იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქალი პარლამენტარიდან, რომელიც 2021 წელს თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქაბულში დარჩა. ეს ასევე პირველი შემთხვევაა წინა ადმინისტრაციის დეპუტატის მკვლელობისა.
ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, ნაბიზადა და მისი დაცვა შაბათს ღამის 4 საათზე იქნენ მოკლული.