ავიაბილეთების ფასები 2023 წელსაც მაღალი იქნება

ავიაბილეთების ფასები 2023 წელსაც მაღალი იქნება

access_time2022-10-31 09:30:00

ენერგოკრიზისის, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და კადრების დეფიციტის ფონზე, ავიაბილეთებზე ფასების ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება.


მიუხედავად გაძვირებული ბილეთებისა, წინასწარ გაკეთებული ჯავშნები ცხადყოფს, რომ ფრენებზე მოთხოვნა მაინც მზარდია.


ავიაბილეთების ყიდვა-გაყიდვის ამერიკული ვებ-გვერდის Scott's Cheap Flights-ის დამფუძნებელი, სკოტ კეისი ამბობს, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მათ შორის სადღესასწაულო ფრენებიც ძვირი იქნება.


ასე მაგალითად, მადლიერების დღისთვის ფასდაკლებული ავიაბილეთების საშუალო ღირებულება $274-ია, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საშობაო შიდა ფრენების ფასი კი საშუალოდ $390 იქნება, რაც 40%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. პრემიუმ კლასებში ფასი 2019 წელთან შედარებით 5%-დან 10 %-მდეა გაზრდილი.


მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გლობალური ფრენები 100%-ით ჯერ არ აღდგენილა და ავიაბილეთების მნიშვნელოვნად გაძვირდა, გაზრდილი მოთხოვნისა გამო კომპანიებმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალიც მოგებით დახურეს. მათ შორისაა, სამი უმსხვილესი ამერიკული ავიაკომპანია: Delta, United და American. წინასწარ გაკეთებული ჯავშნების ფონზე თითოეული მათგანი ელის, რომ მეოთხე კვარტალსაც მოგებით დაასრულებენ.



აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, გლობალური ჯავშნები სტაბილური დარჩა. როგორც ავიაკომპანია United-ის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ კირბი ამბობს, აღნიშნულზე დადებითი ეფექტი დისტანციური სამუშაო კულტურის განვითარებაც იქონია.


„ჰიბრიდული სამუშაოებით, ყოველი შაბათ-კვირა შეიძლება იყოს დასვენების დღე ამიტომ, სექტემბერი, ჩვეულებრივ არაპიკური თვე, იყო მესამე ყველაზე ძლიერი თვე ჩვენი კომპანიის ისტორიაში“, - აღნიშნავს სკოტ კირბი.


პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებლის სრულად აღდგენას კი კომპანია Delta 2023 წლის ზაფხულის სეზონისთვის პროგნოზირებს.


მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, ამასთან ძვირდება ბილეთებიც, საავიაციო ინდუსტრიის პერსონალის დეფიციტი დარგის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მფრინავების მიმართულებით. ამ პრობლემის გამო ხშირად რეისები იგვიანებს ან უქმდება.


დაჩქარებული ინფლაციის ფონზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავიაბილეთები ზაფხულის ცხელ სეზონზე 43%-ით გაძვირდა.


„ბიზნეს ფორმულა“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up