დაბალბიუჯეტიანმა სომხურმა ავიაკომპანია FLYONE Armenia-მ საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
ავიარეისები ერევანი - თბილისი - ერევნის საჰაერო ხაზზე კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. პირველი ფრენა ავიაკომპანიამ გუშინ, 1 მაისს შეასრულა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, FLYONE Armenia-ს ოპერირების ნებართვა 2022 წლის 29 აპრილს მიანიჭა.