მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე პარკინგზე სავაჭრო ცენტრი აშენდება

მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე პარკინგზე სავაჭრო ცენტრი აშენდება

access_time2021-12-30 14:00:34

თბილისში, ავლაბრის მეტროს გვერდით სავაჭრო ცენტრი აშენდება. ტერიტორიაზე, სადაც დღეს ავტომობილების პარკინგია, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა იგეგმება.

 


განმარტებითი ბარათის მიხედვით, საპროექტო შენობა 2 მიწისქვეშა და 3 მიწისზედა სართულისგან შედგება. -2 სართულზე დაგეგმილია 93 ავტომანქანაზე გათვლილი საპარკინგე ადგილის მოწყობა. -1 სართულზე განთავსებული იქნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის მაღაზიები. შენობის მიწისპირა და პირველი სართული დაეთმობა სავაჭრო, ხოლო მეორე სართული საოფისე სივრცეებს.

 


3720 კვ.მ.-ზე მრავალფუნქციურ ცენტრს ისტორიულ უბანში შ.პ.ს. „ეი-პი-ეს“ ახორციელებს, კომპანიამ პროექტის შეთანხმების მოთხოვნით დედაქალაქის მთავრობას 22 დეკემბერს მიმართა, დოკუმენტი ახლა შუალედურის სტატუს აქვს. რამდენიმე დღეს გახდება ცნობილი მოიწონებს თუ არა დედაქალის მთავრობა სავაჭრო ობიექტის პროექტს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წლის აპრილში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ პროექტის ესკიზი მოიწონა, თუმცა გასცა რეკომენდაცია, რომ საპროექტო ობიექტის გადახურვის არქიტექტურა დაიხვეწოს. ახლა კომპანია სწორედ ამ რეკომენდაციის ასრულებს.

 



უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტები მშენებლობის დაწყებას 2013 წლიდან ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია „არსია“, თუმცა კომპანიამ პროექტის შეთანხმება დედაქალაქის მერიასთან ვერ შეძლო.


 


 „არსის“ პროექტი, რომელიც არიქტეატურის სამსახურმა არ მოიწონა.


2016 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით ამჯერად უარი შპს „ინოვაციას“ უთხრეს. ამავე კომპანიის მცდელობა, მერიასთან პროექტი შეეთანხმებინა 2017 წელსაც წარუმატებელი აღმოჩნდა.



შპს „ინოვაციას“ პროექტი, რომელიც არიქტეატურის სამსახურმა არ მოიწონა.


2018 წლიდან პროექტის  შეთანხმებას შ.პ.ს. „ეი-პი-ეს“ ცდილობს. კომპანიის ესკიზი თბილისის მერიამ 2018 წელს მხოლოდ 4 ჯერ დაიწუნა. იმავე წლის სექტემბერში კი არქიტექტურის სამსახურმა დადებითი შეფასება გასცა.

 


2018 წელს არიქტეატურის სამსახურის მიერ მოწოენბული ესკიზი

მიუხედავად დადებითი შეფასებისა მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და პროექტიც არ განხორციელებულ. ესკიზი კიდევ 4 ჯერ შეიცვალო, თუმცა უშედეგოდ. ახალი ცვლილებები მერიისთვის ისევ მიუღებელი აღმოჩნდა.

 

 

ბოლო ესკიზი როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერიამ 2021 წლის აპრილში მოიწონა.



სავაჭრო ცენტრის პროექტს თან ახლავს ექსპერტ ვილიანა გულიაშვილის დასკვნა რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული, სანებართვო დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია ტექნიკურ რეგლამენტთან. იგი მიიჩნევს, რომ  დოკუმენტაცია შედგენილია მაღალტექნიკურ დონეზე და მოიცავს არქიტექტურული პროექტისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up