ავლაბრის მეტროსთან სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება - ესკიზი მერიასთან შეთანხმებულია

ავლაბრის მეტროსთან სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება - ესკიზი მერიასთან შეთანხმებულია

access_time2022-10-07 11:00:45

თბილისის ერთ-ერთ ტურისტულ უბანში, მეტროს სადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. მერიის არქიტექტურის სამსახურთან 5-სართულიანი შენობის ესკიზი უკვე შეთანხმებულია, მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.

 

თბილისის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 5-საართულიანი შენობის საწყისი სართული (-2) სრულად ავტოსადგომებს დაეთმობა, იმავე დანიშნულების იქნება -1 სართულის ნაწილიც. შენობის დანარჩენი სივრცე მთლიანად დაეთმობა სავაჭრო, დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს.

 

ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედანზე სავაჭრო ცენტრის აშენებას მიწის მფლობელი 2013 წლიდან ცდილობს - ცვლიდა ესკიზებს და შენობის დიზაინს. რამდენჯერმე ესკიზებზეც მიიღო ნებართვა, თუმცა მისი კუთვნილი სივრცე ამ ეტაპამდე აუთვისებელია - არქიტექტურის სამსახური ყოველ ჯერზე თავს იკავებდა ამ ადგილას სამშენებლო ნებართვის გაცემისგან.

 


პირველი


პირველი ესკიზი, რომელიც მერიამ დაიწუნა


2013



2013 წელს მოწონებული ესკიზი


2018


2018 წელს მოწონებული ესკიზი



2021


2021 წელს მოწონებული სავაჭრო ცენტრის ესკიზი


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც წლების წინ თბილისის მერობის კანდიდატი იყო, მშენებლობას ეწინააღმდეგება.


რომელი კორპუსის მშენებლობა არ გამიპროტესტებია - პარკში, სტადიონზე, საბავშვო ბაღის ადგილზე, მაგრამ ასეთი, რაც აქ არის ავლაბარში, ასეთი გამაოგნებელი რამ ჯერ არ მინახავს, არ მსმენია და არ გამიპროტესტებია - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, იქ სადაც არასდროს ნაგებობა არ ყოფილა, იქ სამშენებლო ნებართვის გაცემა წარმოუდგენელია- თქვა ალეკო ელისაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაწერა.


საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახლა მიწა შპს ეი-პი-ეს-ს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორმა, დავით საგანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველა საჭირო პროცედურის დასრულების შემდეგ მშენებლობას დაიწყებენ. სამშენებლო ნებართვის მისაღებად კომპანიამ პროცედურები 2021 წლის აპრილში დაიწყო.

 

წყარო: რადიო თავისუფლება



თეგები:
ავლაბრის



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up