ავსტრალიის ხელისუფლება აპირებს ექსპლუატაციაში დააბრუნოს ქვანახშირზე მოქმედი ელექტროსადგურები, რათა ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი დაძლიოს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის რესურსების მინისტრმა მადლენ კინგმა გააკეთა.
მისი თქმით, მოძველებული ნახშირის ელ-სადგურების ექსპლუატაციიდან მოხსნის პროცესი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, გახდა ენერგოკრიზისის მამომძრავებელი ქვეყანაში, ამიტომ ოპერატორებს მოუწევთ მათი რაც შეიძლება სწრაფად მწყობრში დაბრუნება, რათა ავსტრალიამ ზამთარი გადაიტანოს და მიიღოს დამატებით 30% ენერგო სიმძლავრეების.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინვესტიციების შეწყვეტა და ამ ტიპის ელ-სადგურების ექსპლუატაციიდან მოხსნა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ქვეყანას არ გააჩნია საკმარისი რესურსი, აწარმოოს განახლებადი ენერგია, რომელიც შეძლებდა დეფიციტის აღმოფხვრას.
„ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ნახშირის ელ-სადგურების მწყობრში დაბრუნება, იმიტომ, რომ ახლა ეს არის ერთადერთი გზა ამ კრიზისიდან თავის დასაღწევად“, - ხაზი გაუსვა მან.