ავსტრალია ენერგოკრიზისშია - მოსახლეობას საღამოს საათებში შუქის 2 საათით გამორთვისკენ მოუწოდებენ

ავსტრალია ენერგოკრიზისშია - მოსახლეობას საღამოს საათებში შუქის 2 საათით გამორთვისკენ მოუწოდებენ

access_time2022-06-16 19:30:00

ავსტრალიის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის ბოუენმა ახალი სამხრეთ უელსის შტატის მოსახლეობას, რომელშიც ქვეყნის უდიდესი ქალაქი, სიდნეიც შედის, მოუწოდა, განათება საღამოს ორი საათის განმავლობაში გამორთონ. ამის მიზეზი, BBC-ის ცნობით, ენერგეტიკული კრიზისია, რაც ფასების ზრდის გამო ავსტრალიის ელექტროენერგიის მთავარი საბითუმო ბაზრის გაჩერებამ გამოიწვია.


კრის ბოუენის წინადადებით, მოსახლეობამ ყოველ საღამოს, ორი საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ უნდა მოიხმაროს. მინისტრი ახალ სამხრეთ უელსში მცხოვრებ ადამიანებს სთხოვს, რაც შეიძლება, მეტი ელექტროენერგია დაზოგონ.


„თუ თქვენ გაქვთ არჩევანი, თუ როდის ჩართოთ ან გამორთოთ გარკვეული ნივთები, ნუ ჩართავთ მათ საღამოს 6-დან 8 საათამდე,“ - აცხადებს ბოუენი.


BBC-ის ცნობით, ავსტრალია ქვანახშირისა და თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში, თუმცა გასული თვიდან ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვის. ქვეყანაში ელექტროენერგიის სამი მეოთხედი კვლავ ქვანახშირის გამოყენებით იწარმოება და მთავრობას დიდი ხანია, ადანაშაულებენ იმაში, რომ ემისიების შესამცირებლად განახლებად ენერგიაში ინვესტიციებს საკმარისად არ დებს.



ბოლო კვირების განმავლობაში ავსტრალია ერთდროულად ქვანახშირის მიწოდების შეფერხებას, ქვანახშირზე მომუშავე რამდენიმე ელექტროსადგურის გათიშვისა და ენერგიის გლობალური ფასების ზარდის გავლენას განიცდის.


წლის დასაწყისში ახალ სამხრეთ უელსსა და კვინზლენდში ქვანახშირის მაღაროებს წყალდიდობამ დაარტყა, ხოლო ტექნიკურმა პრობლემებმა ორ მაღაროში წარმოება შეაჩერა, რომლებიც ახალ სამხრეთ უელსში ქვანახშირზე მომუშავე, ბაზრის ყველაზე დიდ სადგურს ამარაგებენ. ამჟამად ავსტრალიაში ქვანახშირზე გამომუშავებული ელექტროენერგიის სიმძლავრის, დაახლოებით, მეოთხედი მოულოდნელი გათიშვისა და დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო გამორთულია.


ამასთან, ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელს ხარჯები მას შემდეგ გაეზარდა, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო ქვანახშირისა და გაზის გლობალურმა ფასებმა მოიმატა. ამ ყველაფერმა, BBC-ის შეფასებით, ხელი შეუწყო საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების მატებას, რაც მეგავატ საათზე 300 ავსტრალიურ დოლარს (173 ფუნტსა და 210 აშშ დოლარს) გადასცდა. ეს ზღვარი მარეგულირებლის, ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (Aemo) მიერ არის დადგენილი, რაც რამდენიმე გენერატორისთვის წარმოების ღირებულებაზე დაბალი აღმოჩნდა და მათ სიმძლავრის შეკავების გადაწყვეტილება მიიღეს.


გუშინ Aemo-მ ბაზრის შეჩერებით უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ პირდაპირ დააწესებს ფასებს და გენერატორებს დეფიციტს აუნაზღაურებს. მარეგულირებელმა, ასევე, ახალი სამხრეთ უელსის მომხმარებლებს სთხოვა, „ენერგიის მოხმარება დროებით შეამცირონ.“


bpn.ge



თეგები:
ავსტრალია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up