ავსტრალიამ დღეიდან სრულად გახსნა საერთაშორისო საზღვრები კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის.
Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს 50-ზე მეტი საერთაშორისო რეისი შესრულდება, მათ შორის 27 სიდნეიში.
ავსტრალიის საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ორი წლის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ტურიზმი, რომელიც ავსტრალიის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა და სადაც დასაქმებულია ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 5%.
ipn.ge