ავსტრალიის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ მსოფლიოს წამყვანმა ბლოკჩეინის ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერს Binance-ს დერივატივებით ვაჭრობის ლიცენზია შეუჩერა.
The Guardian-ის ინფორმაციით, მარეგულირებელმა კომპანიას განუცხადა, რომ კრიპტობირჟის საქმიანობა სცდებოდა სალიცენზიო პირობებით განსაზღვრულ ჩარჩოებს, ამიტომ Binance-ის ავსტრალიურ ოფისს დაევალა მომხმარებლების ანგარიშების დაუყოვნებლივი დახურვა და კრიპტოდერივატივებით ტრეიდინგის შეწყვეტა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Binance-მა გამოაცხადა საქართველოში ბლოკჩეინის ჰაბის გახსნის შესახებ. ჰაბის მთავარი ამოცანა იქნება ტალანტების მოზიდვა ბლოკჩეინის ტექნოლოგიების სფეროში, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ინიციატივების განვითარება ბლოკჩეინისა და WEB3-ის მიმართულებით და, ასევე, საქართველოს კრიპტო ინდუსტრიის შემდგომი განვითარება.