ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად შექმნილი ინტერნეტკამპანიისფარგლებში 48 საათში 13 მილიონი დოლარი შეგროვდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კამპანია 3 იანვარს მსახიობმა სელესტა ბარბერმა წამოიწყო, რომლის ოჯახსაც სტიქიის გამო ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ იდენში თავისი სახლის დატოვება მოუწია. კამპანიაში არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის მსახიობი ნიკოლ კიდმანი და მომღერალი პინკიჩაერთვნენ.
ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი და 5 მილიონი ჰექტარი ტყე კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. პრემიერმინისტრ სკოტ მორისონის დავალებით, სტიქიასთან ბრძოლაში 3000 სამხედრო ჩაერთო.
Imedinews