ავსტრალიაში უმსხვილეს ქვანახშირის თბოსადგურს დაგეგმილზე 7 წლით ადრე დახურავენ

ავსტრალიაში უმსხვილეს ქვანახშირის თბოსადგურს დაგეგმილზე 7 წლით ადრე დახურავენ

access_time2022-02-17 16:50:00

ავსტრალიის უმსხვილეს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურს 2025 წელს დახურავენ. აქამდე დაანონსებული იყო, რომ სადგური 2032 წელს დაიხურებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბოსადგურის მმართველი კომპანია Origin Energy-ი ავრცელებს.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის უმსხვილესი სადგურის Eraring-ის დახურვაზე „ასახავს ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე სწრაფად ცვალებად გარემოს. იქედან გამომდინარე, რომ კომპანია გადადის ეკოლოგიურად უფრო სუფთა ენერგიის გამომუშავებაზე, რომელიც მიღებულია სუფთა და განახლებადი წყაროებიდან, როგორიც არის ქარისა და მზის ენერგიები“, - აცახდებენ კომპანიაში.


ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება ქარხნის დემონტაჟი, ამ ადგილზე აშენდება აკუმულატორების მწარმოებელი ქარხანა. ქარხნის დემონტაჟში კი კომპანია 240 მლნ ავსტრალიურ დოლარს (170,9 მლნ აშშ დოლარს) დახარჯავს.



ავსტრალიის მთავრობაში Origin Energy-ს გადაწყვეტილებას კმაყოფილებით არ შეხვდნენ, ვინაიდან მათი აზრით, ამ სადგურის დახურვა ნეგატიურად აისახება სამხრეთ უელისის შტატის ენერგომომარაგებაზე, რომლის მოხმარების 20%-ს გამოიმუშავებს აღნიშნული სადგური.


Eraring-ის დადგმული სიმძლავრე არის 2 880 მგვტ. ის ტბა მაკუორის ნაპირზეა გაშენებული და სიდნეიდან 130 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ის შედგება 1984 წელს ჩაშვებული ოთხი ბლოკისგან. აქამდე მის მმართველ კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა, რომ მწყობრიდან გამოიყვანდა სადგურს 2032 წელს, მისი ექსპლუატაციის ვადის გასვლამდე.


BPN.GE



თეგები:
თბოსადგური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up