ავსტრალიელ  ინსტრუქტორებს ადგილობრივები  გუდაურში მუშაობის შესაძლებლობას არ  აძლევენ - ავსტრალიური მედია

ავსტრალიელ ინსტრუქტორებს ადგილობრივები გუდაურში მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ - ავსტრალიური მედია

access_time2023-01-18 15:30:28

საერთაშორისო სათხილამურო ინსტრუქტორები აცხადებენ, რომ საქართველოს სამთო - სათხილამურო კურორტ გუდაურში ადგილობრივები სიტყვიერ  შეურაცხყოფას  აყენებდნენ  და  მათ  ქვეყანაში მუშაობის  შესაძლებლობას არ  აძლევდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა abc.net.au  ავრცელებს.


 Abc  - ისთან  საუბრისას  სამმა ავსტრალიელმა განაცხადა, რომ მათ კურორტზე მუშაობის შესაძლებლობა ოფიციალურად  ჰქონდათ, თუმცა შეურაცხყოფა  ადგილობრივი მოსახლეობიდან მოდიოდა.


„ადგილობრივები გვემუქრებოდნენ, გვაყენებდნენ  სიტყვიერ შეურაცხყოფას და საბაგიროებზე  ასვლის  შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ, შედეგად მივიღეთ ის, რომ სათხილამურო სკოლებმა მოწვეულ პერსონალს კონტრაქტები შეგვიჩერეს, რადგან მათ ჩვენი  საფრთხეში  ჩაგდება არ სურთ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა.


გამოცემის ინფორმაციით, ავსტრალიელი ინსტრუქტორები საქართველოს სათხილამურო კურორტზე  დარჩენას  მთელი სეზონის მანძილზე  აპირებდნენ,  თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობის  შესაძლებლობა არ ეძლევათ იძულებული არიან  საქართველოს დატოვებაზე იფიქრონ, რადგან ქირის გადახდას ვერ  ახერხებენ.


 


ABC  - სთან ინტერვიუში საერთაშორისო ინსტრუქტორები აცხადებენ, რომ მათ ადგილობრივ პოლიციას მიმართეს, თუმცა სიტუაცია არც  ამის შემდეგ  დასტაბილურებულა, მათ ასევე თავიან ქვეყნებში, საქართველოს  საელჩოებში წერილები  დააგზავნეს.


 

ავსტრალიას საქართველოში საელჩო არ აქვს,  თუმცა როგორც  საგარეო საქმეთა და  ვაჭრობის  დეპარტამენტის ( DFAT ) სპიკერმა  განაცხადა, მას  საქართველოში ავსტრალიელი  ინსტრუქტორების  მცირე  რაოდენობასთან კომუნიკაცია  აქვს.

 

სათხილამურო სკოლის ერთ-ერთმა მთავარმა ინსტრუქტორმა, ტრისტრამ ტოდმა  ABC-სთან აღნიშნა, რომ იგი  გუდაურში  ადრეც  მუშაობა,  თუმცა  მსგავსი  შემთხვევა  არასდროს  ჰქონია.

 

 „კომერსანტი“ თემაზე შსს დაუკავშირდა, თუმცა უწყება ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს. 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up