ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. კომიტეტმა ბოლო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი ისევ 3.6%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა, მაშინ როდესაც წინა ათ შეხვედრაზე გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, ქვეყანაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქამდე შენარჩუნდება, სანამ ინფლაციური წნეხი არ დაიძლევა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია არ შენელდება.
ანალიტიკოსების პროგნოზით, ცენტრალური ბანკის მომდევნო შეხვედრაზეც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დარჩება, ამის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდეს და ცენტრალური ბანკიც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად შეამსუბუზებს.
წლიური ინფლაციის დონე ავსტრალიაში 8%-ის ფარგლებშია, რაც გასული 30 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.