ავსტრალიის მარეგულირებელმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია 10 იანვარს დაიწყება.
საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, ავსტრალიის სამედიცინო მარეგულირებელმა დაადგინა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და რომ ბავშვებისა და ავსტრალიელების ინტერესებშია 5-დან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია.
25 ნოემბერს, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.
ევროკავშირის მარეგულირებელში აცხადებენ, რომ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენების სარგებელი მის შესაძლო რისკებს აღემატება.
ისრაელის ჯანდაცვის პროვაიდერების მონაცემებით, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
imedinews.ge