ავსტრალიის ხელისუფლებამ კანბერაში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობა შეაჩერა. როგორც ავსტრალიური მხარე აცხადებს, რუსეთმა ვერ შეასრულა მშენებლობის დასრულების სამწლიანი ვადა, რის გამოც იჯარა შეწყდა.
ოფიციალური კანბერა უარყოფს, რომ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება უკრაინის ომის გამო იქნა მიღებული. რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ის სამართლებრივად იბრძოლებს უპრეცედენტო და უკიდურესად არასასიამოვნო ნაბიჯის წინააღმდეგ.
მედიის ცნობით, ოფიციალურმა მოსკოვმა საელჩოს ახალი შენობის მშენებლობის ნებართვა 2011 წელს მიიღო, თუმცა აღნიშნული პროცესი წლების განმავლობაში შეფერხებული იყო.
https://www.interpressnews.ge/