ავსტრალიური კომპანია Fortescue Future Industries-ი არგენტინის პროვინცია რიო-ნეგროში „მწვანე“ წყალბადის წარმოებაში 8 მლრდ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ ამ კომპანიის ლათინური ამერიკის განყოფილების წარმომადგენელმა აგუსტინ პიჩოტმა არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესსა და კომპანიის ხელმძრავენლობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „Fortescue-მ უკვე დაიწყო რეგიონის გეოლოგიური დაზვერვა, რათა დაიწყოს წყალბადის სამრეწველო წარმოება, რისთვისაც დაიხარჯება 8,4 მილიარდი დოლარი და შეიქმნება 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი“.
არგენტინაში პროექტის საპილოტე ეტაპის ჩაშვება 2022 წელს მოხდება, როცა კომპანია წლიურ 35 ათას ტონა წყალბადს გამოიმუშავებს.
„როგორც მოსალოდნელია, რიო-ნეგრო გახდება მსოფლიო ლიდერი წყალბადის ექსპორტში უკვე 2030 წლისთვის, სადაც შესაძლებელი გახდება 2,2 მლნ ტონა წყალბადის წარმოება. წარმოების ეს მოცულობა კი გახლავთ გერმანიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 10%“, - ნათქვამია განცხადებაში.
bpn.ge