ავსტრია არავაქცინირებული ადამიანებისთვის ახალი ლოქდაუნისთვის ემზადება. მიზეზად ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა სახელდება.
ახალი ზომების თანახმად, ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინაციის ან Covid-19-ისგან გამოჯანმრთელების მტკიცებულება, სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ აუცილებელი აქტივობებისთვის - სამსახურში წასვლის, სასურსათო საყიდლების, სამედიცინო მკურნალობისა და ვარჯიშის მიზეზით ექნებათ.
ავსტრიის Covid შემთხვევების საშუალო 7-დღიანი მაჩვენებელი მიმდინარე თვეში გაორმაგდა და 10,000-ს გადააჭარბა. ქვეყნის ბოლოდროინდელი ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალთა შორისაა.
სრულად აცრილი ავსტრიელთა მხოლოდ 65%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში.
ლოქდაუნი ადგილზე შემოწმებით და სოლიდური ჯარიმების საფრთხით განხორციელდება.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"