ავსტრიამ მარტში რუსეთიდან ნავთობის იმპორტი და გადამუშავება შეწყვიტა, განუცხადა ავსტრიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-მა საინფორმაციო სააგენტო TASS-ს.
კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ OMV-ის გადამამუშავებელ ქარხნებში ავსტრიულ შვეჩატსა და გერმანულ ბურგჰაუზენში რუსული ნედლი ნავთობის წილი ყოველთვის მცირე იყო. „მარტში ნედლი ნავთობების მოცულობები სხვა ბაზრით შევცვალეთ. ამჟამად რუსულ ნავთობს არ ვამუშავებთ“, - განაცხადა ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელმა.
ავსტრიული პრესის ცნობით, მრავალი წლის განმავლობაში ნავთობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელია ავსტრიისთვის ყაზახეთია. მას მოსდევს ლიბია და ერაყი. ამ სამ ქვეყანას ავსტრიის ნავთობის იმპორტის 80% უკავია. ავსტრიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთიდან ავსტრიაში მიწოდებული ნავთობის იმპორტმა მხოლოდ 596 000 ტონა 7,8% შეადგინა. ამავდროულად, ავსტრიის დამოკიდებულება რუსულ გაზზე კვლავ მაღალია და იმპორტის 80%-ს შეადგენს.