„ავსტრია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია“

„ავსტრია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია“

access_time2022-11-09 12:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ავსტრიის დედაქალ ვენაში იმყოფება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ავსტრიის სოფლის მეურნეობის ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალური მინისტრის მოადგილე მარია პატეკთან. მხარეებმა ავსტრიის ფედერალური ტყეების ბიზნესმოდელზე, კატასტროფების რისკების ინტეგრირებულ მართვასა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს.



როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ აღნიშნა, ტყეების მდგრადი მართვის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის, ისე კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილების პროცესში.


შესაბამისად, მთავარი ამოცანაა ქვეყანაში არსებული ტყეები იმართებოდეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.



„ავსტრია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. სამინისტროს მრავალი წელია მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADC), რომლისთვისაც საქართველოს სოფლის და სატყეო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებებია. აღნიშნული სააგენტოს დაფინანსებით, არაერთი პროექტი განხორციელდა და სამომავლოდაც არის დაგეგმილი”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.




მარია პატეკმა ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა.



„ტყეების მდგრადი გამოყენება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის. ამ კუთხით, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია”, - აღნიშნა ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალური მინისტრის მოადგილემ მარია პატეკმა.



შეხვედრას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები ავსტრიის ბუნებრივი რესურსებისა და ცოცხალი სამყაროს მეცნიერებათა უნივერსიტეტის (BOKU), ტყის კვლევების ფედერალური ცენტრის (BFW), ბუნებრივი საფრთხეების ინსტიტუტის და კარავანკენის გეოლოგიური პარკის წარმომადგენლებს შეხვდებიან.



ავსტრიაში ვიზიტი პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაიგეგმა. პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up