ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და მათი „დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამო“ ქმედებების გამო გააძევა. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყნა არაუგვიანეს 12 აპრილამდე უნდა დატოვონ.
ავსტრიის საგარეო უწყების ცნობით, სამი დიპლომატი ვენაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი იყო, ხოლო გაძევებული კიდევ ერთი დიპლომატი ზალცბურგში რუსეთის საკონსულოში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა, რუსი დიპლომატები გააძევეს.
რუსი დიპლომატების გაძევებას გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს „აუცილებლად გამოიწვევს საპასუხო ნაბიჯებს“.