ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მოქალაქეები მთავრობის მიერ სრული „ლოქდაუნის“ დაწესებას გააპროტესტებენ. მთავრობამ ასევე დააანონსა, რომ ქვეყანაში 2022 წლის თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.
ავსტრიის ხელისუფლება, ქვეყნის მასშტაბით, 1 300-მდე პოლიციის მობილიზებას გეგმავს იმისთვის, რომ „ლოქდაუნის“ აღსრულება გააკონტროლოს.
შეგახსენებთ, ავსტრიამ თავდაპირველად, რამდენიმე დღის წინ, „ლოქდაუნი“ მხოლოდ არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის დააწესა, თუმცა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, მთავრობა იძულებული გახდა, „ლოქდაუნი“ ყველასთვის გამოეცხადებინა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"