ავსტრიაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლებს მანქანებს ჩამოართმევენ და აუქციონზე გაუყიდიან

ავსტრიაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლებს მანქანებს ჩამოართმევენ და აუქციონზე გაუყიდიან

access_time2022-12-06 23:05:08

ავსტრიაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლებს მანქანებს ჩამოართმევენ და აუქციონზე გაუყიდიან. შესაბამის გეგმაზე ავსტრიის მთავრობა უკვე მუშაობს. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრ ლეონორ გევესლერმა აღნიშნული გეგმის წარდგენის დროს განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.


მმართველი კონსერვატორებისა და „მწვანეების“ კოალიციის მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ავსტრიის წესების გამკაცრებასა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოებას, როგორიც არის მეზობელი გერმანია და შვეიცარია. ხელისუფლება აცხადებს, რომ არალეგალური ქუჩის რბოლისა და სიჩქარის ექსტრემალური გადაჭარბების შემთხვევების გაკონტროლება სურს.


„იმ სიჩქარით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ვერავინ შეძლებს, სრულად აკონტროლოს თავისი მანქანა. ამ დროს მანქანა ხდება უმართავი იარაღი და საფრთხე სრულიად უდანაშაულო ადამიანებისთვის,“ - აცხადებს ლეონორ გევესლერი.



კერძოდ, მთავრობის გეგმის მიხედვით, ავტომობილის ორ კვირამდე ჩამორთმევით დაისჯება ნებისმიერი მძღოლი, რომელიც სიჩქარეს 60 კმ/სთ-ით გადააჭარბებს ქალაქში, სადაც სიჩქარის ლიმიტი, როგორც წესი, 50 კმ/სთ-მდეა, ხოლო 70 კმ/სთ-ით გადაჭარბების გამო იმ ადგილებში, სადაც სიჩქარის ლიმიტი 130 კმ/სთ-მდეა. ქალაქში სიჩქარის ლიმიტის 80 კმ/სთ-ზე ან სხვა ადგილებში 90 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება მანქანის სამუდამო ჩამორთმევითა და აუქციონზე შემდგომი გაყიდვით დაისჯება, რაც თანაბრად შეეხება როგორც პირველ, ისე განმეორებით დამრღვევ პირს.


„როცა მანქანა აღარ გყავს, მას ვეღარ ააჩქარებ! სწორედ ამიტომ არის ეს ღონისძიება ასე წარმატებული სხვა ქვეყნებში და დამრღვევ პირს ურტყამს იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა. შესაბამისად, მოსახლეობაც დაცულია. მართალია, ეს ზომები მკაცრია, მაგრამ საჭიროა,“ - აცხადებს გევესლერი.


ავსტრიის მთავრობის უახლესი გეგმა შარშან შემოღებულ ზომებს შეავსებს, რომლის მიხედვითაც, სიჩქარის გადაჭარბებისა და ექსტრემალური გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლებისთვის მართვის მოწმობების ჩამორთმევის ვადა გახანგრძლივდა.


bpn.ge


თეგები:
ავსტრია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up