ავსტრიაში უფასო „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა მათთვის, ვისაც საღამო საათებში შინ მარტო წასვლის ეშინია. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
თუ მოქალაქე სახლისკენ გზაზე სპეციალურ ტელეფონის ნომერზე დარეკვას, მას 100 მოხალისედან ერთ-ერთი უპასუხებს და აბონენტთან მანამ დარჩება კონტაქტზე, ვიდრე ის შინ მშვიდად არ მივა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თანამოსაუბრე პოლიციას გამოიძახებს.
ასეთი ცხელი ხაზი გერმანიაში უკვე ფუნქციონირებს, რომელზეც 2021 წელს, დაახლოებით, 8 ათასი ზარი შევიდა. გამომძახებელთა 76% ქალი იყო, ხოლო სატელეფონო მოხალისეებს პოლიციის გამოძახება მხოლოდ 15-ჯერ მოუწიათ, რაც გამოძახების 0.2%-ს შეადგენს.
2018 წლის აგვისტოში „ევროპულსი“ წერდა, რომ საფრანგეთმა ქუჩაში ადევნებისთვის ჯარიმები დააწესა, რაც 90-დან 750 ევრომდე შეადგენს. კერძოდ, კანონდარღვევად catcalling, ანუ ქუჩაში ქალთა სიტყვიერი შევიწროება ითვლება. საფრანგეთის პარლამენტმა კანონი 2018 წლის ივლისის ბოლოს მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. კერძოდ, პარიზის ერთ-ერთ უბანში კაცმა ქუჩაში მიმავალ 22 წლის გოგონას საეჭვო კომპლიმენტებით მიმართა, ხოლო როცა აღშფოთებულმა გოგონამ გაჩუმება მოთხოვა, მამაკაცმა მას სახეში გაარტყა. ინციდენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ხოლო ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რაც კანონის მიღების სტიმული გახდა.
bpn.ge