ავსტრიას რამდენიმე დღე აშორებს იქიდან, რომ მილიონობით ადამიანს, ვინც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ სრულად არ არის ვაქიცნირებული, „ლოქდაუნი“ დაუწესდეს,- ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა.
„დამატებითი გეგმის მიხედვით, ჩვენ რეალურად მხოლოდ რამდენიმე დღე გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანებისთვის „ლოქდაუნს“ დავაწესებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ პირი ვერ შეძლებს სახლიდან გასვლას, თუ ის არ მიდის სამსახურში, პირველადი საჭიროების პროდუქტისა და ნივთების შესაძენად, ან სავარჯიშოდ,“- აღნიშნა კანცლერმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი „სამარცხვინოდ დაბალია.“
ავსტრიის მთავრობის გეგმის თანახმად, როგორც კი რეანიმაციული განყოფილებების საწოლების 30% შეივსება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არ არიან ვაქცინირებული, „ლოქდაუნი“ დაწესდება და გადაადგილება შეეზღუდება. ამჟამად, დაკავებულია საწოლების 20%.
სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არის ვაქცინირებული ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 65%. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ავსტრიას დასავლეთ ევროპის ქვეყანებს შორის ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ლიხტენშტეინის შემდეგ.
ipn.ge