„ავტო გალერიმ“ 2022 წელს 215 ელექტრომობილი გაყიდა

„ავტო გალერიმ“ 2022 წელს 215 ელექტრომობილი გაყიდა

access_time2023-02-28 16:06:52

„თეგეტა ჰოლდინგის“ მულტიბრენდულმა შვილობილმა კომპანიამ „ავტო გალერიმ“ მთავარ მიმართულებად ეკომეგობრული ტრანსპორტის რეალიზაცია განსაზღვრა და 2022 წელი, ამ მხრივ, შთამბეჭდავი შედეგით დაასრულა. კომპანიის მიერ გასულ წელს რეალიზებული 350 ერთეული ავტომობილიდან 65% სწორედ ელექტრომობილებზე მოდის.

2021 წელს „ავტო გალერის“ მიერ გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა 29 ერთეული იყო, 2022 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 215-ამდე გაიზარდა. კომპანია  ქართულ ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვების უპირობო ლიდერია.



კობა ბაზაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი:ჩვენ ვცდილობთ, ვუპასუხოთ მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებს, ასევე მზარდ ტრენდს საქართველოში და ძირითად მიმართულებად ელექტრომობილების გაყიდვა ვაქციეთ. ამ მიმართულებით 2022 წელს გარღვევა უკვე მოვახდინეთ და ქართული ბაზრის  ლიდერები გავხდით - საქართველოში გაყიდული ელექტრომობილების ნახევარზე მეტი სწორედ „ავტო გალერიზე“ მოდის.

წინა წლებში „ავტო გალერი“ ძირითადად მეორად ავტომობილებს ყიდდა, რომლებიც ამერიკიდან ჩამოგვყავდა. ჩვენი საქმიანობა მაღალბიუჯეტიანი, ექსკლუზიური და დეფიციტური მოდელების რეალიზაცია იყო. ასეთ შეკვეთებზე ახლაც ვმუშაობთ, თუმცა გასულ წელს მეორადი ავტომობილების ჩამოყვანა შევამცირეთ. მათი  გაყიდვით ახლა „თეგეტა ეფრუვდია“ დაკავებული“.  





„ავტო გალერის“ გაყიდვების ლიდერია Volkswagen ID4, გამორჩეული დიზაინის ეკონომიური მოდელი, რომელსაც სრული დამუხტვით, საშუალოდ, 450 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. 2022 წელს გაყიდულ მოდელებს შორისაა Tesla, Polestar, Mitsubishi-ს და Chevrolet-ს ელექტრომობილებიც.


კობა ბაზაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „ჩვენი მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან: „ბათუმამდე ჩამიყვანს?“ საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანძილია და  მათი მთავარი მოთხოვნაა, გზაში გაჩერება არ დასჭირდეთ. სწორედ ამიტომ ყველაზე მოთხოვნადი გახდა Volkswagen ID4, მოდელი, რომელიც 100%-იანი დამუხტვით უწყვეტად ფარავს ამ მანძილს.


დღეს „ავტო გალერის“ მთავარი გამოწვევაც სწორედ ესაა - დასამუხტი სადგურები, რომლებიც არც ისე ბევრია ქვეყანაში. სწორედ ამიტომ „თეგეტას“ ფილიალებში გავაკეთეთ Volkswagen ID4-სა და მსგავს მოდელებზე მორგებული დასამუხტი სადგურები. სამომავლოდ გვინდა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ქვეყნის სხვადასხვა წერტილში ახალი სადგურები დავამონტაჟოთ, რაც თავისთავად დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს“.


2022 წლის პირველ ნახევარში, ისევე, როგორც ყველა სხვა კომპანიისთვის, „ავტო გალერისთვისაც“ კვლავ იდგა წარმოებისა და მიკროჩიპების პრობლემა. დეფიციტმა გაყიდვები, რა თქმა უნდა, შეაფერხა და წლის საბოლოო მაჩვენებლის დიდი წილი სწორედ ბოლო თვეებზე მოდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ,  2023 წლისთვის დეფიციტი სრულად აღმოიფხვრება და იმ რაოდენობას მიიღებენ, რამდენზეც მოთხოვნა იქნება.


კობა ბაზაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი:წელს მიწოდების პრობლემა არ გვექნება. მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც შესაბამისად აისახება გაყიდვების გაზრდაში. 2023-ში გასული წლის შედეგის გაორმაგება გვაქვს დაგეგმილი.


ასევე 2023 წელს იგეგმება „ავტო გალერის“ ფილიალის გახსნა ბათუმში. ბათუმის სწორი რელიეფიდან გამომდინარე, ელექტრომობილი აქ ძალიან კარგად და დიდხანს მუშაობს, ამიტომ ის ბათუმისთვის ძალიან კომფორტულია და მოთხოვნაც იზრდება. ჩვენ კი ვითვალისწინებთ და ვპასუხობთ გაზრდილ მოთხოვნას. გარდა ამისა, ყოველ გავლილ 10 000 კილომეტრზე ელექტრომობილი გარკვეულ სერვისებს საჭიროებს, რომელთა მიღებაც რეგიონის მოსახლეობას უკვე ბათუმშიც შეეძლება“.


ეკომიმართულების გაძლიერება და გაფართოება, ახალი, ექსკლუზიური მოდელების ჩამოყვანა და თანამედროვე მსოფლიო მოთხოვნების კვალდაკვალ წარმატებული სვლა - ეს ყველაფერი „ავტო გალერის“ 2023 წლის გეგმაშია. ის თავისუფლება კი, რომელიც მულტიბრენდულ კომპანიას შეუზღუდავ არეალს აძლევს, ამ გეგმის აღსრულების მთავარი გარანტია.

--

„ავტო გალერი შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედებისა და Polaris-ის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up