ავტობუსების და მიკროავტობუსების 13 ახალი მარშრუტი თბილისში

ავტობუსების და მიკროავტობუსების 13 ახალი მარშრუტი თბილისში

access_time2021-10-20 15:00:13

თბილისის მერიის ცნობით, მგზავრებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება.

N319 ავტობუსი ივლის მეტროსადგურ ვარკეთილიდან ვაზისუბნის დასახლების გავლით, მახათას მთის, ხუდადოვის ქუჩისა და სადგურის მოედნის მიმართულებით. უკუმიმართულებით კი, სადგურის მოედნიდან მეტროსადგურ ვარკეთილამდე იმოძრავებს.

ახალი მიკროავტობუსი - N415 გადაადგილდება ევხიტი ჟვანიას ქ. N25-ს მიმდებარე ტერიტორიიდან, ქიზიყის, ე. ბაღდავაძის, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ ვარკეთილისკენ.

ახალი მიკროავტობუსის წრიული მარშრუტი - N430 მოემსახურება სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას, კვირაცხოვლის, ასევე, მოციქულთა სწორი ნინოს, გ. ბრწყინვალესა და პ. სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;

ახალი მიკროავტობუსი - N434 მოემსახურება ნიაბის I შესახვევის, საინგილოს ქუჩის მოსახლეობას და დაუკავშირდება მეტროსადგურ ავლაბარს.

N438 მიკროავტობუსი სადგურ ველს აფრიკის დასახლებასთან დააკავშირებს;

მიკროავტობუსი N449 წრიულად, ი. ჭავჭავაძის გამზირის N83-დან ვაკის პარკამდე იმოძრავებს.


ახალი მიკროავტობუსი ინიშნება N450 მარშრუტზეც. კერძოდ, მიკროავტობუსი ი. მაჩაბლის, ი. უჩანეიშვილის, წყნეთის გზატკეცილის, მ. თამარაშვილის, მ. დოლიძის ქუჩებისა და ი. ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ვაკის პარკამდე გადაადგილდება;

N481 მიკროავტობუსი იმოძრავებს კიკეთიდან წყნეთის მიმართულებით, მაია წყნეთელის ძეგლამდე და გაივლის 9 ძმა ხერხეულიძის, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩებს, ასევე, ვალიკო ჯუღელის გზატკეცილს და დაუკავშირდება შოთა რუსთაველის ქუჩას;

მიკროავტობუსი - N484 იმოძრავებს წყნეთში, არსენას და დ. ამილახვრის ქუჩებზე მაია წყნეთელის ძეგლის გავლით;

N485 მიკროავტობუსი იმოძრავებს წყნეთში, დ. აღმაშენებლის, დ. ამილახვრისა და საირმის ქუჩებზე.

N487 მიკროავტობუსის მარშრუტი წრიული იქნება და იმოძრავებს წყნეთში, ი. გრიშაშვილის, დ. აღმაშენებლის, მ. კოსტავას, მ. ჯავახიშვილის, ქ. წამებულის I შესახვევის და ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩების გავლით;

მიკროავტობუსი N478 მოემსახურება გუჯარეთის I ქუჩის მცხოვრებლებს და მელაანის I შესახვევის გავლით, ჯორჯ ბუშის ქუჩას დაუკავშირდება.

გარდა ამისა, 28 ოქტომბრიდან იმოძრავებს N330 ავტობუსი, რომელიც სადგურ ველის ტერიტორიიდან ბ. ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ლ. რაზიკაშვილის და გ. ლორთქიფანიძის ქუჩებზე ივლის და მოძრაობას მეტროსადგურ ისანთან დაასრულებს. უკუმიმართულებით, ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ ისნიდან ცაცა ამირეჯიბის ქუჩისა და ამავე ქუჩის III შესახვევის გადაკვეთამდე.

ამასთანავე, 28 ოქტომბრიდან N102 ავტობუსის მარშრუტზე ISUZU-ს მარკის ავტობუსები იმოძრავებენ, ხოლო N32 მარშრუტზე მოძრავი MAN-ის მარკის ოთხი ერთეული ავტობუსი ჩანაცვლდება BMC-ის მარკის ხუთი ერთეული ავტობუსით. ასევე, N54 მარშრუტს დაემატება სამი, ხოლო N15 მარშრუტს დაემატება MAN-ის მარკის ერთი ავტობუსი. გარდა ამისა, N403 მარშრუტზე დამატებით, სამი ერთეული მიკროავტობუსი იმოძრავებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up