2022 წლის 6 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიიდან 17-ის (იმედი L-ის გარდა) ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 54 617 299 ლარი აუნაზღაურა. ამის შესახებ ინფორმაცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ავტოდაზღვევის ბაზარზე ყველაზე ნაკლები ანაზღაურებული ზარალი სადაზღვევო კომპანია „ქართუს“ აქვს. სადაზღვევო კომპანიების ბოლო ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
სს სადაზღვევო კომპანია ქართუ — 17 026 ლარი;
სს გრინ დაზღვევა საქართველო — 98 218 ლარი;
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია — 515 191 ლარი;
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი — 756 732 ლარი;
სს სადაზღვევო კომპანია ტაო — 806 825 ლარი.
2022 წლის 6 თვის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 71 700 ერთეული შეადგინა.
სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ბოლო ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს სადაზღვევო კომპანია ქართუ — 179;
სს გრინ დაზღვევა საქართველო — 265;
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია — 764;
სს სადაზღვევო კომპანია ტაო — 1020;
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი — 1,111.
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7% არის დაზღვეული.