ავტოიმპორტიორები დაშლისთვის განკუთვნილი მანქანის განბაჟებას წონის მიხედვით ითხოვენ

ავტოიმპორტიორები დაშლისთვის განკუთვნილი მანქანის განბაჟებას წონის მიხედვით ითხოვენ

access_time2022-10-28 09:00:00

ბიზნესი ავტობაზარზე ახალი რეგულაციის ამოქმედებას ითხოვს. საუბარია დაშლისთვის განკუთვნილი მანქანის განბაჟებაზე წონის მიხედვით. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა და უახლოეს დღეებში დოკუმენტს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია პარლამენტში წარადგენს.


უფრო ზუსტად, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება საბაჟო ტერმინალიდან გამოყვანილი მეორადი ავტომობილის ორ სავალდებულო კატეგორიად დაყოფას მოიცავს. შედეგად, ავტომფლობელმა 90 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისი მანქანა განბაჟების შემდეგაც დარჩეს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუ ნაწილებად დაიშალოს.


როგორც „ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, პირველ შემთხვევაში დღეს მოქმედი განბაჟების ტარიფი იმოქმედებს, ხოლო მეორე შემთხვევაში - ავტონაწილები წონის მიხედვით განბაჟდება და ტარიფიც შემცირდება.


„ჩვენი ინიციატივაა, რომ ნებისმიერი მეორადი ავტომობილი, რომელიც ქვეყანაში თავის დროზე განუბაჟებლად შემოვიდა, მასზე მფლობელმა გადაწყვიტოს მანქანა დარჩეს როგორც გადაადგილების საშუალება, თუ ნაწილებად დაიშალოს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მისი განბაჟება გაცილებით ნაკლები დაჯდება, როგორც ე.წ. ცხვირების განბაჟების ტარიფია. მსგავსი ცვლილების ამოქმედება აუცილებელია, რადგან ბაზარზე დღეს სხვადასხვა უკანონო ფორმა მოქმედებს, ჩვენ კი ვცდილობთ პროცესები ისე წავიყვანოთ, რომ ბიუჯეტში ფულიც შევიდეს და ამავე დროს ბიზნესსაც მივცეთ ეკონომიკური სტიმული, რომ კანონიერად იმოქმედოს, რათა არ უღირდეს უკანონო ქმედების ჩადენა“, - აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.


მიღმა ბაზარზე შედარებით კონკურენტული პირობების განვითარებისა, ავტოიმპორტიორების შეფასებით, ახალი რეგულაცია პირდაპირ აისახება ფასებზეც. მათ შორის, „კავკასუს ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორის ალექსანდრე ვეკუას თქმით, ავტონაწილები ბევრად ხელმისაწვდომი გახდება და ეს საბოლოო პროდუქტსაც გააიაფებს.



„ასეთი რეგულაცია თუ ამოქმედდა, ყველა შემთხვევაში ბაზარზე ავტონაწილების დეფიციტი აღარ იქნება, რადგან გაიზრდება მათზე ხელმისაწვდომობა. ეს ჯაჭვური რეაქციის პრინციპით გადაეცემა საბოლოო პროდუქტის ღირებულებასაც და შედეგად გაიაფდება მეორადი ავტომობილიც. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, მანქანების ფასი საშუალოდ 15-დან 25%-მდე შემცირდება“,- აღნიშნავს ალექსანდრე ვეკუა.


„საქსტატის“ მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში ​მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 606 მლნ. დოლარს გადააჭარბა და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. ზუსტი რიცხვი, თუ რა წილი უჭირავს ამ მონაცემებში მეორად ავტომობილებს უცნობია, მაგრამ როგორც ავტოიმპორტიორები ამბობენ 70%-ზე მეტს ბაზარზე სწორედ ასეთი ტიპის მანქანები შეადგენენ.


ქვეყნის უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და იაპონია.


ცნობისთვის, უკრაინაში დაწყებულ ომის შემდეგ გლობალურად დაჩქარებული ინფლაციის, ასევე გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯებისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო მეორადი ავტომობილებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მსოფლიოში 62%-ითაა გაზრდილი. მზარდია ფასებიც, საერთაშორისო ტენდენციები კი საქართველოზეც პირდაპირ აისახება.


„ბიზნეს ფორმულა“




თეგები:
მანქანა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up