თხევადი აირის რეზერვუარის მქონე ავტომობილების ნაწილი ტექდათვალიერებას ვერ გადის

თხევადი აირის რეზერვუარის მქონე ავტომობილების ნაწილი ტექდათვალიერებას ვერ გადის

access_time2022-12-21 14:00:58

Hyundai-სა და Kia-ს გარკვეული მოდელის ავტომობილები ტექინსპექტირებას ვერ გადიან. პრობლემა იმაშია, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან თხევადი აირის  სისტემის მქონე ავტომობილების ტექინსპექტირება სავალდებულოა. კუსტარულად ჩამონტაჟებული ავზების შემთხვევაში ითვლება, რომ ექსპლუატაციის ვადა 10 წელია. თუმცა, რეგულაცია იმ ავტომობილებზეც ვრცელდება, რომლის ქარხნულად დამონტაჟებულ ავზებზეც ექსპლუატაციის ვადა მითითებული არ არის. შედეგად, ისინი (2012 წლამდე გამოშვებული ავტომობილები) შემოწმებას ვერ გადიან, მიუხედავად იმისა, რომ კორეაში გამოშვებული მოდელების არც ავზებზე და არც პასპორტში მითითებული არ არის, რომ ავზს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს.


პრობლემის შესახებ „კომერსანტთან“ სწორედ ასეთი ავტომობილის მფლობელმა თათა დონაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ასეთივე გაურკვევლობის წინაშე არაერთი მძღოლი აღმოჩნდა. 


„დღეს ავტო-ტექინსპექტირების ცენტრები უარს აცხადებენ მსგავსი ტიპის საწვავის სისტემების დათვალიერებაზე, იმ არგუმენტით, რომ მათ კანონის თანახმად უკვე ამოწურეს ექსპლუატაციის ვადა და ყოველ მომდევნო წელს ასე გაგრძელდება. ავტომფლობელთა ლეგიტიმურ შეკითხვაზე, რატომ, რის საფუძველზე არ ატარებთ ინსპექტირებას, პასუხია - ეს უკვე ვადაგასული ბალონია. არსად, არც მწარმოებელ ქვეყანაში, არც თვითონ საწვავის რეზერვუარზე, არც საქართველოს კანონში არ არის ჩანაწერი, რომ ამ ბალონების ექსპლუატაცია შემოიფარგლება 10 წლით.  — აცხადებს თათა დონაძე.



ავტომობილების მფლობელები გამოსავალს კანონში  ჩანაწერის გაკეთებაში ხედავენ, რომ რეგულაცია ქარხნულად ჩამონტაჟებულ თხევადი აირის ავზებზე არ გავრცელდეს.


„ამ არაკომპეტენტურობისა, თუ საკანონმდებლო უზუსტობის შედეგად, ვიღებთ ასეულობით ავტომფლობელს, რომელთაც ეზღუდებათ  გადაადგილება,  იმის გამო რომ ვერ ვატარებთ  ტექინსპექტირებას, ვჯარიმდებით წარმოუდგენელი რაოდენობის ვიდეოჯარიმებით, რომელთა გადაუხდელობის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საურავები და ხარჯები გვერიცხება. მით უფრო, რომ  საუბარია ტრანსპორტზე, რომელიც ელექტრომობილების შემდგომ, შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ეკომეგობრულად. “, - აღნიშნა  თათა დონაძემ.


 ათასობით მოქალაქე ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up