ავტომობილების ბაზარი შოკიდან გამოდის, სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება - კავკასიის ავტოიმპორტი

ავტომობილების ბაზარი შოკიდან გამოდის, სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება - კავკასიის ავტოიმპორტი

access_time2022-04-07 16:00:08

ორკვირიანი შოკის შემდეგ საავტომობილო ბაზარი ძალებს იკრებს. დასავლეთ უკრაინის მიმართულებით გარკვეული ძვრები დაიწყო, თუმცა საომარი მოქმედებების დასრულებამდე სიტუაციის გამოსწორებაზე საუბარი ნაადრევია.  როგორც ,,კავკასიის ავტოიმპორტის“ გენერალური დირექტორი გიორგი სურგულაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რეექსპორტს ბაზარს უკრაინის სახით 20% მოაკლდა. ამდენივეთი შემცირდა საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობაც.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


,,უკრაინის მიმართულება მთლიანად გაჩერებულია. თუმცა მცირე გამოცოცხლება შეიმჩნევა დასავლეთ უკრაინის ნაწილში. ავტომობილების შეძენა დაიწყეს ამერიკიდან, ეტყობა, მიწყნარდა ამ ნაწილში სიტუაცია. საქართველოს ბაზარზეც ვითარება მეტნაკლებად  დასტაბილურებულია და გაუმჯობესება მალე რეექსპორტსაც დაეტყობა.  2 კვირიანი შოკი მიიღო ბაზარმა, ახლა აღდგა ყველაფერი. თუმცა უკრაინაში გასაყვანი მანქანები ფოთისკენ გადავამისამართეთ.  ჯამში 4 500 ავტომობილია, რომელიც  უნდა შევუნახოთ უკრაინელებს, სანამ საომარი მოქმედებები არ დამთავრდება, ამისთვის ვემზადებით. ცხადია, ომის გამო უკრაინის მიმართულება განულებულია.  რეექსპორტს 20% მოაკლდა, ამდენივეთი შეგვიმცირდა საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობაც.  იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ბაზარზე წარმოვადგენთ წამყვან  კომპანიას, დაფიქსირებული მონაცემი  მეტნაკლებად ასახავს საერთო მდგომარეობასაც, რაც ზოგადად საავტომობილო ბაზარზე შეიმჩნევა“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გიორგი სურგულაძე.


რაც შეეხება ბოლო პერიოდში თურქეთის სანაპიროზე საზღვაო ნაღმის აღმოჩენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სურგულაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება და  პრობლემა ძირითადად იყო გადაზიდვებთან დაკავშირებით, რაც გამოსწორდა.



,,სამი კვირის წინ თურქეთში  საქართველოს მიმართულებით ფიდერებზე  გადაზიდვები შეფერხდა. კერძოდ, ფიდერმა, რომელიც შავ ზღვაში მოძრაობს,  გააუქმა ერთი ხაზი, სხვა მიმართულებით გადაერთო და ამიტომ მოხდა შეყოვნება. ეს სიტუაცია უკვე გამოსწორდა და პრობლემა არ არის.  რაც შეეხება საზღვაო ნაღმებს,  ინფორმაცია ვრცელდება საეჭვო წყაროების მიერ  და სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს საზღვაო ხაზებთან და რამე ასეთი საფრთხის შემთხვევაში რეაქცია აუცილებლად ექნებოდათ.  მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა“, - დასძენს გიორგი სურგულაძე.


ცნობისთვის, ,,კავკასიის ავტოიმპორტი“ ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია და უპირობო ლიდერია კავკასიის რეგიონში. 17–წლიანი წარმატებული ისტორიის განმავლობაში კომპანიამ მოახდინა 200 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია, ჩამოაყალიბა ფილიალების ფართო ქსელი (43 ფილიალი) საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


კომპანიის გაყიდვებში უკრაინის ბაზარს დაახლოებით 20% ეკავა.


რაც შეეხება თანამშრომლებს,  უკრაიანაში მდებარე ,,კავკასიის ავტოიმპორტის“ ოფისებში 70 ადამიანი იყო დასაქმებული. ჯამში, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 280-ს შეადგენს.

 

 

მარი ჩიტაია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up