ავტომობილების გაქირავების ბიზნესი ლიკვიდაციის პირასაა - Autoplus

ავტომობილების გაქირავების ბიზნესი ლიკვიდაციის პირასაა - Autoplus

access_time2022-10-04 19:00:29

საქართველოში ავტომობილების გაქირავების ბიზნესზე ტურიზმის აღდგენამ დადებითად ვერ იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 65.3%-ით აღდგა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ მოიმატა, რასაც, წესით, მანქანების გაქირავებაზე მოთხოვნაც უნდა გაეზარდა, სექტორი დღეს მაინც რიგი პრობლემების წინაშე დგას.


„ბიზნესპრესნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა კომპანია Autoplus-ის დირექტორს, გიორგი ალბორაშვილს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ძალიან ცოტაა ისეთი ტურისტი, რომელიც ამ ძვირად ღირებულ სერვისს იყენებს და ვიზიტორების უმეტესობა ბინის დაქირავებაზე აკეთებს აქცენტს. გიორგი ალბორაშვილის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, მის კომპანიაში ყველა ჯავშანი გაუქმდა, შემცირდა მოთხოვნა და სექტორი, ფაქტობრივად, ლიკვიდაციის პირას მივიდა.


„არც ფასი გაზრდილა და არც მოთხოვნა. ომის შემდეგ რუსეთიდან ტურისტად კი არ შემოვიდნენ, არამედ საცხოვრებლად. ავტოგაქირავების სერვისი ფუფუნებაა, კომფორტია და ამ სერვისის გამომყენებელი ძალიან ცოტა შემოვიდა ქვეყანაში, ძირითადად, ბინებს ქირაობენ და ეტყობა კიდევაც ეს მათ ფასებს.


ომის შემდეგ ჩვენი საქმე ცუდად წავიდა, დაქირავება ორჯერ და სამჯერ კი არ შემცირდა, არამედ ლიკვიდაციის პირას მივედით. თებერვლიდან მოყოლებული დამქირავებლების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. ომამდე, მაგალითად, 22 თებერვალს თუ 30 შეკვეთა მქონდა, 25 რიცხვიდან, ომის დაწყების შემდეგ, ყველა შეკვეთა გამიუქმდა“, - ამბობს გიორგი ალბორაშვილი.



Autoplus-ის დირექტორის თანახმად, ფასების კლებასთან ერთად გაიზარდა ხარჯები და ბევრს ბიზნესიდან გასვლაც კი მოუწია.


„პანდემიის დროს გავჩერდით, რეგულაციების გამო გაქირავების უფლება არ გვქონდა და ტურისტიც ვერ ჩამოვიდა. გაქირავების ფასები შეიძლება დღესაც იგივე იყოს, თუმცა მოგვემატა ხარჯები - მანქანის გამართვა, მწყობრში მოყვანა ახლა ბევრად უფრო მეტი ჯდება, ვიდრე მაშინ. მაგალითად, ადრე თუ 50 დოლარად ვაქირავებდით, დღეს 40-ად ვაქირავებთ და ეს მაშინ, როდესაც ხარჯები გაზრდილია.


არც სესხის პროცენტზე გვქონია შეღავათი. მართალია, 6 თვე არ გადაგვახდევინეს, თუმცა რა პროცენტიც იყო იმ 6 თვის განმავლობაში შემდეგ დამიმატეს. ჩემი სესხი მანქანების მხოლოდ ნახევარს შეეხებოდა და ეს პერიოდი რაღაცნაირად გადავაგორე, თუმცა იყვნენ ისეთები, ვინც სრულად სესხით იყო ჩართული. მათ ბაზრიდან გასვლა მოუწიათ, რადგან ვეღარ გაუძლეს და ადრე თუ 4-5 კონკურენტი მყავდა, ახლა მყავს ერთი. მანქანების რაოდენობის შემცირებაც მოგვიწია - 25 მანქანიდან 7-8 მანქანაზე ჩამოვედი და ძალიან დიდი ზარალი, უკუსვლა განვიცადე“, - უთხრა გიორგი ალბორაშვილმა “ბიზნესპრესნიუსს“.


წყარო: bpn.ge/





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up