კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორის გიორგი სურგულაძის ინფორმაციით,მოთხოვნა მეორად მსუბუქ ავტომობილებზე ადგილობრივ და მეზობელ ბაზრებზე, ზაფხულის პერიოდში მკვეთრად გაზრდილია.
სურგულაძის ინფორმაციით მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება სომხეთიდან, აზერბაიჯაბიდან,ყაზახეთიდან და რუსეთიდან. რუსეთიდან დასავლური ავტომწარმოებლების გასვლის შემდეგ მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია.- აცხადებს სურგულაძე.
კავკასიის ავტოიმპორტს უკრაინის ბაზრისთვის მისაწოდებელი 3000 მანქანა კვლავ საქართველოში ყავს დასაწყობებული. ეს მანქანები ომამდე შეუკვეთეს უკრაინაში საექსპორტოდ, თუმცა ომის გამო, მიწოდების გართულებიდან გამომდინარე,ეტაპობრივად, მხოლოდ მცირე რაოდენობით ხდება მათი გადაყვანა.
ივლისში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა $101.5 მლნ-ს 9172 ერთეული ავტომობილი შეადგინა,რაც ფულად გამოსახულებაში 140%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021 ივლისი - $43მლნ-ს 5946 ერთეული).
ივლისის რეექსპორტის ტოპ ქვეყნები:
1 აზერბაიჯანი - $30.4მლნ-ს 2652 ერთეული.
2 უკრაინა - $28.8მლნ-ს 2815 ერთეული.
3 სომხეთი - $18მლნ-ს 1449 ერთეული