ავტომობილების რეექსპორტი 9-წლიან მაქსიმუმზეა

ავტომობილების რეექსპორტი 9-წლიან მაქსიმუმზეა

access_time2022-09-05 19:00:00

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი 9-წლიან მაქსიმუმზეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 7 თვეში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 370.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის შემდეგ (387.3 მლნ) ყველაზე მაღალია, 2021 წლის მაჩვენებელს, 248.3 მილიონს კი 49.3%-ით აღემატება.


საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგნაირია:


აზერბაიჯანი - 159.6 მლნ;
უკრაინა - 61.5 მლნ;
ყაზახეთი - 34.6 მლნ;
სომხეთი - 32.6 მლნ;
რუსეთი - 22.2 მლნ;
ყირგიზეთი - 17.8 მლნ;
ბელგია - 16.5 მლნ;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 6.6 მლნ;
ტაჯიკეთი - 5.1 მლნ;
მოლდოვა - 2.6 მლნ.



რეკორდულ ნიშნულზეა იმპორტი - წელს ქვეყანაში 759.7 მილიონი დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, რაც, საქსტატის მონაცემებით, მინიმუმ 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია და გასული წლის მაჩვენებელს, 509.6 მილიონს, 49%-ით აღემატება. უმსხვილესი შემომტანები აშშ, იაპონია, გერმანია, თურქეთი და კორეის რესპუბლიკა არიან.



კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი, ელგუჯა ჯამაგიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ რეექსპორტის ამგვარ ზრდას 2 მიზეზი, აქციზის გადასახადის ცვლილება და ძვირად ღირებული მანქანების შემოდინება განაპირობებს.


„რეექსპორტის ასეთ ზრდას 2 მიზეზი აქვს. თანხობრივ ზრდას განაპირობებს ის, რომ განბაჟების გადასახადი, აქციზი შეიცვალა - იყო 50 და გახდა 90 თეთრი. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ შემოდის იმ წლოვანების ავტომობილები, რომლებიც ძვირია. ამასთანავე, გაიხსნა სხვა ბაზრებიც, როგორებიცაა უზბეკეთი, ყირგიზეთი და სხვ.


ზოგადად, ჩვენ ავტომობილების შემოყვანა უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენგან ყიდულობენ, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვ. მათ მიწოდების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, არ აქვთ ისეთი წვდომა ბაზრებთან, როგორც საქართველოს. ჩვენ მანქანები, მათ შორის აღსადგენი, შემოგვყავს, გავმართავთ, რადგან ნაწილებიც შედარებით იაფი გვიჯდება და შემდეგ გაზრდილი ფასით გავყიდით. რეექსპორტის მაღალ დონეს სწორედ ეს განაპირობებს ქვეყანაში“, - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.


ავტომობილების ექსპორტს საქართველოს მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს - 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 10.8% შეადგინა და უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებში მეოთხე ადგილი დაიკავა, მთლიანმა შემოსავალმა კი 456.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა.


ბიზნესპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up