ავტომობილის ზამთრისთვის მომზადების ბოლო თვე და შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ავტომობილის ზამთრისთვის მომზადების ბოლო თვე და შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

access_time2021-11-05 15:21:41

ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საბურავი, აკუმულატორი, ანტიფრიზი - ეს ის ძირითადი პროდუქტებია, რომლებსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.


როგორც საბურავების შეცვლა, ასევე ანტიფრიზის ჩასხმა და აკუმულატორის დიაგნოსტიკაც ნოემბრის თვეში უნდა მოვასწროთ, რათა ზამთარს მომზადებულები დავხვდეთ.


„თეგეტა მოტორსში“ სამივე პროდუქტზე საკმაოდ დიდი არჩევანია - საბურავების ფასი 95 ლარიდან, აკუმულატორის 79 ლარიდან, ხოლო ანტიფრიზის მინიმალური ფასი 10 ლარიდან იწყება.


ავტომობილის უფასო შემოწმება „თეგეტა მოტორსში“


შეამოწმეთ რამდენად გამართულია თქვენი ავტომობილი ზამთრისთვის. „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში სტუმრობისას, 10-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებელს საშუალება აქვს უფასოდ შეამოწმებინოს რა მდგომარეობაშია მისი ავტომობილის საბურავები, აკუმულატორი, ანტიფრიზი და სამუხრუჭე სითხე.


თუ ეს ყველაფერი ნორმაშია, მაშინ მომხმარებელი „თეგეტასაგან“ ფასდაკლების ვაუჩერს იღებს, რომლის გამოყენებაც აპრილისა და მაისის თვეებში, ზაფხულისათვის ავტომობილის მოსამზადებლად არის შესაძლებელი.


ფასდაკლებები და უსასრულო გარანტია საბურავებზე, აკუმულატორზე და ხუნდებზე


„თეგეტა მოტორსში“ ავტომობილისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტზე უსასრულო გარანტიით სარგებლობაა შესაძლებელი. უსასრულო გარანტიის ფარგლებში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, თეგეტა უსასყიდლოდ აღადგენს ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას!



უსასრულო გარანტია მოქმედებს Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს, Continetal-ისა და Riken-ის საბურავებზე; ასევე Varta, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე; პლუს ATE-ს, FERODO-ს და TRW-ს სამუხრუჭე ხუნდებზე.


ნოემბერში კი სპეციალურ ფასად შემდეგი საბურავების შეძენაა შესაძლებელი:
• Riken -135 ლარიდან
• Bridgestone – 165 ლარიდან
• Michelin – 250 ლარიდან


ნოემბრის შეთავაზებებში შედის Motul-ის პრემიუმ ბრენდისა და FUCHS-ის ზეთებიც.


Motul-ის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლება 15 ნოემბრამდე გრძელდება, ხოლო FUCHS-ის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით, თვის ბოლომდე შეძლებთ სარგებლობას.


EXIDE-ისა და Fiamm-ის აკუმულატორებზეც 20%-იანი ფასდაკლებაა - პირველი ბრენდის შემთხვევაში ის 15 ნოემბრამდე მოქმედებს, ხოლო მეორეს შემთხვევაში ნოემბრის ბოლომდე.


ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებს.


„თეგეტა მოტორსში“ თვის ბოლომდე გაორმაგებული ფასდაკლებაა PHILIPS-ის, NARVA-ს ნათურებზე და ბრენდების CHAMPION-ის, CONTINENTAL-ის მინის მწმენდებზე. კლასიკ ბარათის მფლობელები 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ვერცხლის ბარათით 14%-იან, ოქროს ბარათით კი 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.


ნოემბერში 20%-იანი ფასდაკლება SONAX-ისა და LAVR-ის ბრენდის ავტომობილის მოვლის საშუალებებზე იმოქმედებს.


მაქსიმალური კომფორტი ავტო-სერვისებზე


იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და თავიდან აირიდოთ რიგში დგომა, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას. პორტალის საშუალებით შეძლებთ ონლაინ დაჯავშნოთ სერვისი და მიიღოთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცესი საკმაოდ მარტივია - რამდენიმე წუთში შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს, თქვენთვის სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.


ამ შეთავაზების გარდა, სასურველი პროდუქციის შეძენა, თეგეტას ონლაინ მაღაზიაში და დისტანციური გაყიდვების ცენტრშიც არის შესაძლებელი, სადაც 100 000-ზე მეტი პროდუქტია თავმოყრილი, რომლებზეც მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები, ხოლო რაც შეეხება შეძენილ პროდუქციას, მას საქართველოს მასშტაბით, თქვენთვის სასურველი ფილიალიდან გაიტანთ, ან ისარგებლებთ მიტანის სერვისით ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.


(R)


თეგები:
„თეგეტა“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up